საგანმანათლებლო ბლოგი

пятница, 16 мая 2014 г.

აბო თბილელი

  
აბო თბილელი


ქრისტიანობისათვის წამებული არაბი. აბო იყო 17-18 წლის ნელსაცხებელთა ოსტატი, ტომით არაბი, სარწმუნოებით მაჰმადიანი და ამ რელიგიაში განსწავლული. აბომ ბაღდადში გაიცნო ქართლის დატყვევებული ერისმთავარი ნერსე II და გათავისუფლების შემდეგ თბილისში ჩამოჰყვა. აქ გაეცნო ქრისტიანობას და, რადგან ქართლს არაბები განაგებდნენ, მალულად მარხულობდა და ლოცულობდა. სარკინოზები ისევ შეპყრობით დაემუქრნენ ნერსეს და ისიც იძულებული გახდა, ხაზარეთში გადასულიყო. აბოც თან გაჰყვა და იქ მოინათლა.  შემდეგ აფხაზეთის სამეფოს შეაფარეს თავი. იქ აბომ გულით გაიხარა, რადგან ირგვლივ ქრისტიანები ედგნენ და განცხადებულად ლოცულობდა.

ნერსე ისევ თბილისში დაბრუნდა. აბომ იცოდა, რომ აქ საშიშროება ელოდა, მაგრამ არ შეშინდა და ჩამოვიდა. თბილისშიც აღარავის ერიდებოდა და ქრისტიანულად ცხოვრობდა. სარკინოზებმა გაიგეს ეს ამბავი და ამირასთან დააბეზღეს. ამირა და სხვა არაბები ცდილობდნენ ჭაბუკი ძველ სარწმუნოებაზე დაებრუნებინათ, მაგრამ აბო ვერც შეაშინეს, ვერც ფულითა და ტკბილი სიტყვით მოისყიდეს.

საპყრობილეში დამწყვდეულმა და ბორკილდადებულმა სამი დღე ლოცვასა და ფსალმუნებაში გაატარა. 6 იანვარს, ნათლისღების დღეს მეტეხთან აბო თავის მოსაკვეთად გაიყვანეს და სამჯერ მოუღერეს მახვილი. მაგარამ ჭაბუკი ვერ გატეხეს, იგი მშვიდად შეხვდა სიკვდილს. ჯალათებმა მისი სხეული დაწვეს, შემდეგ კი ნარჩენები ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.

არაბი ჭაბუკის თავდადებამ შეშინებული და შერყეული ერი გამოაფხიზლა,  მძლავრთა შიში დათრგუნა და დიდი და პატარა იმ ადგილისაკენ დაიძრა, სადაც აბოს გვამი დაწვეს.   ყველა დარწმუნდა, რომ აბო ჭეშმარიტად ქრისტესთვის მარტვილი იყო. 

ქართულმა ეკლესიამ აბო თბილელი წმინდანად შერაცხა, მიჩნეულია თბილისის მფარველად. 21 (7) იანვარი დიდმოწმე აბო თბილელის ხსენების დღეა.

აბო თბილელის  მარტვილობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანისძემ.

დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი




დიმიტრი ყიფიანი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი მესვეური, 2007 წელს ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და უწოდა „წმინდა დიმიტრი სამშობლოსათვის წამებული“. 

დაიბადა 1814  წლის 14 აპრილს ქოჩო ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. ადრე დაობლდა და ნათესავებმა გაზარდეს. 8 წლის დიმიტრი უფროსმა ძმამ, ქაიხოსრომ, სემინარიაში შეიყვანა, ერთი წლის შემდეგ კი კეთილშობილთა სასწავლებელში გადაიყვანეს. აქ მან კარგი განათლება მიიღო. ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებს და რუსულ სამსახურში  მაღალი სამოხელეო კარიერაც ელოდა. ამისთვის მამის სახელიც კი გადაიკეთა და რაკი „ქოჩოკოვიჩი“ რუსულად ტკბილად არ ჟღერდა „ივანოვიჩი“ გახდა, მაგრამ შემდეგ თავისი თავადური წარმომავლობა ვერ დაამტკიცა, ამას დაემატა   1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობა და დიმიტრი ქ. ვოლოგდაში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო სამოხელეო სამსახური. თარგმნიდა, წერდა პუბლიცისტურ წერილებს, იღვწოდა თბილისის პირველი ბიბლიოთეკის დაარსებისათვის. მალე ოჯახსაც მოეკიდა, ცოლად შეირთო ნინო ჭილაშვილი. ნინოს ოჯახი  რუსული მმართველობის მხარდამჭერი იყო.  თავად დიმიტრიც  ზოგჯერ ნანობდა ახლგაზრდობის შეცდომას – აჯანყებაში მონაწილეობას და გულწრფელად სჯეროდა, რომ ქართველობა რუსეთის ერთგული უნდა ყოფილიყო. ამ პათოსით ანთებული მოუწოდებდა  ქართველებს 1848  წლის რევოლუციაში მხარი დაეჭირათ რუსეთისათვის. დიმიტრი ყიფიანის ერთგულებით აღფრთოვანებული იყო თვით კავკასიის მეფისნაცვალი, გრაფი ვორონცოვი. დიმიტრის ერთგული ხასიათი გახდა საფუძველი იმისაც, რომ ეკატერინე  ჭავჭავაძე–დადიანმა სწორედ მას სთხოვა სამეგრელოს სამთავროს მეურვე გამხდარიყო. სამთავროს აწეწილი საქმეების მოგვარება დიმიტრის დაევალა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ვერაფერს გახდა, მამულის შემოსავალი არ იზრდებოდა. საქმეში უხეშად ერეოდა ქუთაისის გუბერნატორი, გენერალი კოლუბიაკინი. დიმიტრი გვიან მიხვდა, რომ რუსეთი გამიზნულად ცდილობდა  სამთავროს საქმეები უკან–უკან წასულიყო, რათა დაბნეულ  ეკატერინეს სამთავროს გაუქმებაზე თანხმობა ეთქვა. ყიფიანის შეუპოვრობა  ხელს უშლიდა რუსეთის გეგმებს, ამიტომ იგი პეტერბურგში გაიწვიეს.  გაუხარდა, იქ უკეთ დავამტკიცებ ჩემს სიმართლესო. მართლაც, დიმიტრი გაამართლეს, თუმცა ამისთვის უცნაურად „დააჯილდოვეს“- სამთავროს მეურვეობიდან გაათავისუფლეს. 

დიმიტრი  მეოცნებე კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს იმ დროს, როცა ბატონყმობის გაუქმების კანონზე მუშაობს და მაშინაც,  როცა ისეთი ბანკის შექმნას ცდილობს, სადაც დამგირავებელს მამულს არამც და არამც არ გაუყიდიან. დიმიტრის უმტკიცებენ, არწმუნებენ, ეკამათებიან და იგი მარცხდება, მაგრამ მის მარცხს ერთი თვისება აქვს - ყოველთვის იწვევს თანაგრძნობას. იგი, კანონმორჩილი და შემსრულებელი, მაინცდამაინც არ უკვირდება, სინამდვილეში ვის ემსახურება. ცდილობს იყოს ქართველი პატრიოტიც და რუსი მოქალაქეც, მაგრამ ამ ორი სამსახურის შეთავსება შეუძლებელი ხდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქართულ ენას, საქართველოს ღირსებას. ამ დროს დიმიტრი დაუნდობელია და მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს  რუს მოხელეებს. იგი  არა მარტო სიტყვით იბრძვის, არამედ საქმითაც: აარსებს „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ და  მისი პირველი თავმჯდომარეა. „არც ერთი ქართული დაწესებულება არ არის ჩვენში, რომ მეთაურობა ყიფიანს არ ეკუთვნოდეს: ბანკი, თეატრი, წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თუ სხვანი, სულ მისის ინიციატორობით არის დაწყებული“ – წერს მის შესახებ აკაკი წერეთელი. უამრავი დავიდარაბის მიუხედავად, დიმიტრი დარწმუნებულია, რომ პატიოსანი შრომა დაუფასდება და მშვიდი სიბერე ექნება, მაგრამ საქმე სხვაგვარად წარიმართა.. 1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლემ იოსებ ლაღიაშვილმა  მოკლა  ამავე სასწავლებლის რექტორი პავლე ჩუდეცკი. ამ ამბით აღშფოთებულმა საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ, რომელიც უკიდურესი შოვინიზმით გამოირჩეოდა, დაწყევლა და შეაჩვენა იოსებ ლაღიაშვილი და მასთან ერთად, მთელი ქართველი ხალხი. ამ დროს დიმიტრი  ყიფიანი თავის მამულში, ქვიშხეთში ისვენებდა. ქართველთა დაწყევლის ამბავი რომ შეიტყო,  ხაშურიდან დეპეშა გამოუგზავნა ეგზარქოსს: „ხმები მოგაწერენ თქვენ, რომ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც მოწოდებული ხართ სამწყსოდ და რომელიც ამის გამო  მოელოდა თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან, მარტოოდენ სიყვარულსა და სათნოებას. თუ ეს  ყველაფერი მართალია, მეუფეო, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ  განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან“ – ასეთი რჩევა მისცა მან პავლეს. ცხადია, არც პავლე და არც ხელისუფლება არ აპატიებდა დიმიტრის ასეთ სითამამეს და მისი საქმე უშიშროებას გადასცეს. ქუთაისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლი, სამი ორდენით დაჯილდოებული, ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი დიმიტრი ყიფიანი ჯერ თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო შემდეგ სტავროპოლში გადაასახლეს.

გადასახლების წინ დიმიტრი  აკაკი წერეთელმა ნახა. „პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვამთავრებ“ – უთქვამს აკაკისთვის და  სახეზე სევდა რომ შეუმჩნევია,   ღიმილით დაუმატებია:  „ნუ გშურს, ჩემთვის ეს დიდი წყალობაა! უკეთეს ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებ!... ქართველთაგან ციმბირში ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალიც მე ვიყო! მართალია, პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და გაზაფხულს ვერ მოესწრება, მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვა“. ყიფიანს ციმბირში დიდხანს სიცოცხლე არ დასცალდა. 1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით მასთან ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და  მოკლა. „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“– წერდა აკაკი და მასთან ერთად გლოვობდა მთელი საქართველო. დიმიტრი ყიფიანის ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს. „განურჩევლად ყველას ეპყრობიან ასეთნაირად, თუ მხოლოდ ჩვენ, ქართველებსა?“ ამ შეკითხვას ხშირად სვამდა დიმიტრი და დასძენდა, „ჩვენ უფრო მომთმენნი ვართ და ბევრ სხვაზე უფრო მორჩილნი“. საგულისხმოა, რომ დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა დიდ მანიფესტაციაში გადაიზარდა, რომელიც იმპერიის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომლითაც საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო....

,, ვეფხისტყაოსნის ' ილუსტრაციები



,, აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება"





 თინათინის გამეფება
 

 
უცხო მოყმის ნახვა




ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრა




ხატაეთის ომი




,, ხმალი გავსტყორცნე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა"



,,დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად"

 


 ,,აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი, მტირალი"



 ბედნიერი დასასრული ,, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"


შოთა რუსთაველი

წარმომავლობა

შოთა რუსთაველის ფრესკაიერუსალიმის ჯვრის მოსანტერში
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირითამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძეგ. წერეთელია. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტათავის შეთქმულებაში.

განათლება

შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ – ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნულიარაბული დასპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლესჰერაკლიტესპლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსიგურგანინიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.
                              შოთა რუსთაველი

                                                                           

                                                                                  


                         შოთა რუსთაველის ფრესკა  იერუსალიმის მონასტრის    კედელზე                                       


                                                                     

          
                                                                



                                                                   


                                                                                

                                                                           

რომანტიკოსები


                                       

                                     

                                         


                                     


                                       


                                           

                                           


                                       

                                         

ალექსანდრე ყაზბეგი



                     

                                  1848 წლის 20 იანვარს დაიბადა ალექსანდრე ყაზბეგი

ალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა 1848 წლის 20 იანვარს. (ზოგიერთი მკვლევარი მისი დაბადების თარიღად 1847 ნოემბერს ასახელებს). ალექსანდრე ყაზბეგის წინაპრები ჩოფიკაშვილები ყოფილან. მწერლის პაპა – გაბრიელ ყაზბეგი სტეფანწმინდის მოურავი იყო. სწორედ მის პატივსაცემად დაურქმევიათ სტეფანწდისათვის ყაზბეგი. გაბრიელი პრორუსულად განწყობილი კაცი ყოფილა და რუსეთის წინაშე დამსახურებისათვის მისთვის გენერალ–მაიორობა და აზნაურობა უბოძებიათ. გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი ალექსანდრეს მამა, მიხეილ ყაზბეგმა დაიჭირა. მას ავი ბუნების ადამიანად იცნობდნენ და მოხევეებს დიდად არ ჰყვარებიათ.

ალექსანდრე ყაზბეგის დედა გახლდათ ესტატე თარხნიშვილის ქალი – ელისაბედი. მიხეილ ყაზბეგზე დაქორწინებამდე იგი გათხოვილი ყოფილა და პირველი ქმრისგან სამი ქალიშვილი ჰყოლია. ელისაბედი განათლებულ ქალად ითვლებოდა. ჰქონია საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა, წერდა ლექსებს.

მიხეილი და ელისაბედი მდიდრულად ცხოვრების მოყვარულნი ყოფილან. მიხეილს თურმე მსახურთა და მცველთა მთელი არმია დაჰყვებოდა. "მისი სადმე წასვლა ერთი ორომტრიალი იყო" – იგონებდა ალ. ყაზბეგი.

მიხეილი მდიდარი მებატონე იყო. ერთადერთ ვაჟს მშობლები განცხრომასა და ფუფუნებაში ზრდიდნენ. პატარა სანდროს კი თავისი ტოლ–ამხანაგებისაკენ მიუწევდა გული. აღმზრდელთა შორის განსაკუთრებით უყვარდა გლეხის ქალი ნინო. მისი ზღაპრები, მონათხრობი ღრმად ჩარჩენია გულში. წერა–კითხვა პატარა ალექსანდრემ შინ შეისწავლა. მოგვიანებით იგი თბილისში ჩამოიყვანეს. ორი აღმზრდელი მიუჩინეს – ერთი ფრანგი და ერთიც რუსის ქალი. ბინაზეც დაუქირავეს მასწავლებელი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად "ცისკრის" რედაქტორი ივანე კერესელიძე მოიწვიეს. თორმეტი წლის ალექსანდრე უკვე საკმაოდ კარგად ფლობდა ფრანგულ და რუსულ ენებს. 1864 წელს სანდრო თბილისის გიმნაზიის მოწაფე გახდა. მანამდე კი იგი ჯერ ჰაკეს, შემდეგ კანონიჩის პანსიონში სწავლობდა. მაგრამ 1865 წელს ყაზბეგის ოჯახმა თბილისში ჩასვლა ვეღარ მოახერხა და სანდრო გიმნაზიიდან გარიცხეს. ეს ამბავი მომავალმა მწერალმა მეტად განიცადა.

1866 წელს გარდაიცვალა მამა. ყაზბეგის ოჯახი ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩავარდა. უზარმაზარი ტვირთი დააწვა მხრებზე 18 წლის ალექსანდრეს. მას კი სწავლის გაგრძელება სურდა. მამის გარდაცვალების შემდეგ სანდროს ერთი დუქანი დარჩა. იძულებული გახდა დახლში თავად ჩამდგარიყო, მაგრამ ზარალის მეტი ამ საქმიდან არაფერი უნახავს. ვაჭრობა შეწყვიტა და მტკიცედ გადაწყვიტა, რუსეთში გაეგრძელებინა სწავლა. 1867 წელს დედისაგან თანხმობა მიიღო გამგზავრებაზე და მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ რაკი გიმნაზიის ატესტატი არ გააჩნდა, უნივერსიტეტში შესვლის ნება არ ჰქონდა. ალექსანდრე ყაზბეგი პეტროვო–რაზუმოვსკის სამეურნეო აკადემიაში ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად. მაგრამ ალექსანდრეს გული პეტერბურგისაკენ მიუწევდა, სამედიცინო აკადემიაში სურდა სწავლის გაგძელება. 1868 წელს გაემგზავრა კიდეც პეტერბურგს, მაგრამ ხელი მოეცარა.

მოსკოვში ყოფნისას ყაზბეგი ხელმოკლეობას განიცდიდა. ხშირად სწერდა დედას წერილს და სთხოვდა დახმარებას. შემორჩენილია ერთი ბარათი, დედისადმი გაგზავნილი, სადაც მისი სასიყვარულო ისტორიაა აღწერილი გრაფ ჩერნიშოვ–კრუგლიკოვის ასულთან. დედას ალექსანდრე ნიშნობისთვის საჭირო ნივთებს შესაძენად ფულს სთხოვს. დედამაც შეუსრულა თხოვნა, მაგრამ ეს ნიშნობა არ შემდგარა და ალექსანდრე ყაზბეგს ცოლი არ შეურთავს. რუსეთში ცხოვრების დროს დაწერა ყაზბეგმა "მოჩხუბარიძის თავგადასავალი", დაამთავრა მოთხრობა "თავის მახეში", თხზულება – "საქართველოს ბომონდი". რუსეთშივე თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან".

1870 წელს ვალებში ჩავარდნილი ალექსანდრე სამშობლოში დაბრუნდა. მან მისი ოჯახისა და ახლობლებისათვის მეტად მოულოდნელი და, შეიძლება ითქვას, თავზარდამცემი გადაწყვეტილება მიიღო: 1872 წელს უბრალო მეცხვარედ წავიდა ხევში. ამ ნაბიჯის და მეცხვარეობაში გატარებული პერიოდის შესახებ იგი ვრცლად და საინტერსოდ მოგვითხრობს "ნამწყემსარის მოგონებებში".

როგორც თავად ყაზბეგი აღნიშნავდა, ამ ხელობის შესწავლით მას სურდა, მოევლო მთა და ბარი, უფრო ახლოს გასცნობოდა ხალხის ცხოვრებას, გაეზიარებინა მისი ჭირი და ლხინი.

ყაზბეგის ამ ნაბიჯს დიდი აღშფოთება გამოუწვევია ოჯახის წევრებსა და ნათესავებში. "თითქმის მთელი ქართლის არისტოკრატია ამას თავის შეურაცხყოფად მიიჩნევდაო..." – წერდა ყაზბეგის თანამედროვე. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ყაზბეგს არ შეუცვლია გადაწყვეტილება და შვიდი წელი ცხვარში გაატარა. ამ პერიოდში იგი მჭიდროდ დაუახლოვდა უბრალო ხალხს. მეცხვარეთა შორის ბევრი მეგობარი გაიჩინა. ყაზბეგმა უარი თქვა მამამისის მიერ დაწესებულ ყველა გადასახადზე და ხევის მოსახლეობა ამ თვირთისაგან გაათავისუფლა.

1879 წელს ყაზბეგმა მეცხვარეობა მიატოვა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად იგი გოლოვინის პროსპექტზე (ახლა რუსთაველის გამზირი) დასახლდა, იმავე შენობაში, სადაც განთავსებული იყო "დროების" რედაქცია. შემდეგ კი სასამართლოს ქუჩაზე გადავიდა. ხელმოკლეობა მისი მუდმივი თანამგზავრი გახდა.

პირველი ნაწარმოები, რომელიც მან გამოაქვეყნა, იყო მოთხრობა "ელისო". 1881 წელს "დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", ცოტა ხნის შემდეგ – "მამის მკვლელი", "ნამწყემსარის მოგონებანი"... ყაზბეგის ყოველი ნაწარმოების გამოსვლას ხალხი უდიდესი აღტაცებით ხვდებოდა, თუმცა კრიტიკოსებთანაც ჰქონდა ხშირი შეხლა–შემოხლა. ალექსანდრე ყაზბეგის შესანიშნავი ნაწარმოებების უმრავლესობა რუსთა ბატონობის წინააღმდეგ ქართველი და კავკასიელი ხალხების ბრძოლას ეძღვნებოდა. მტერთაგან გათავისუფლებული სამშობლო ყაზბეგს სამოთხედ ესახებოდა. რუსების მეხოტბე დაქირავებულ კრიტიკოსთა უსაფუძვლო თავდასხმებიც ყაზბეგის ეროვნული სულისკვეთების წინააღმდეგი იყო მიმართული და ჩვენი დიდი ბელეტრისტის შემოქმედების განქიქებას ემსახურებოდა. ისევე როგორც ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა–ფშაველამ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა და ბევრმა სხვამ, ალექსანდრე ყაზბეგმაც გაიზიარა პატრიოტულად განწყობილი მწერლის მძიმე ხვედრი დაპყრობილ ქვეყანაში.

ალ. ყაზბეგი "დროების" რედაქციაში თავგამოდებით მუშაობდა. ღამეებს ტეხდა, სტატიებს ჩაჰკირკიტებდა. სერგეი მესხის გარდაცვალების შემდეგ კი ამ გაზეთს ჩამოშორდა. ახლა მისი ნაწერები უფრო ხშირად "ივერიასა" და გაზეთ "თეატრში" ქვეყნდებოდა. გაზეთი "თეატრი" აქვეყნებდა მის მიერ ხევში ჩაწერილ ხალხურ ქმნილებებსაც.

ალ. ყაზბეგი განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა ქართული თეატრის მიმართ. აკაკი წერეთლის მიწვევით 80–იან წლებში იგი ქართული თეატარის დასის წევრი გახდა. მაყურებელი აღტაცებაში მოუყვანიამის მიერ შესრულებულ ცეკვას "ხანჯლური"... ხშირად იღებდა მონაწილეობას ქუთაისში, ბათუმში, გორში გამართულ თეატრალურ წარმოდგენებში. 1883 წელს გამოქვეყნდა მისი ",მოძღვარი". მომდევნო წლები კი თიქმის მთლიანად თეატრს მიუძღვნა.

გამუდმებულმა შრომამ, სიღატაკემ და შევიწროვებამ მალე გატეხა მწერლის ჯანმრთელობა. აკაკი წეთელი იხსენებდა, როგორ მიჰყიდა უსახსროდ დარჩენილმა ყაზბეგმა საგვარეულო სახარება "წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", როგორ გაჰყიდა დედის დანატოვარი ძვირფასი ქირმანშალი, სულ რაღაც 15 მანეთად. ნაწერი რვეულიც დაუგირავებია, ხშირად ბინის ქირის ფული არა ჰქონდა.

ასეთმა მდგომარეობამ, ბუნებრივია, იმოქმედა მწერლის ფსიქიკაზეც. ერთხანს იმკურნალა, თითქოს გამოჯანმრთელდა, მაგრამ 1891 წელს ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდა. დავით კლდიაშვილის გადმოცემით, ავადმყოფი მწერლისთვის მიუტანიათ თავისი თხზულებების სრული კრებული. ალექსანდრეს ამოოხვრით დაუხედავს თავისი პორტრეტისათვის და შემდეგ წიგნი გადაუგდია.

ალექსანდრე ყაზბეგი გარდაიცვალა 1893 წლის 10 დეკემბერს, მიხაელოვის საავადმყოფოში, თავდაპირველად ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს, შემდეგ კი გადაასვენეს მშობლიურ ყაზბეგში. "სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?" – სინანულით წერდა აკაკი წერეთელი.

ალექსანდრე ყაზბეგის სახელი ეწოდა საქართველოს ერთ–ერთ რაიონს. მის მშობლიურ სოფელში დაიდგა მწერლის ძეგლი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ირაკლი ოჩიაური.