საგანმანათლებლო ბლოგი

среда, 5 марта 2014 г.

    მოგესალმებით,მე ვარ თერჯოლის რაიონის, ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  მადიმი დოლაკიძე  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან შევიტყვე,რომ  გამოცხადდა  საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი.
   სურვილი მაქვს ,მონაწილეობა მივიღო კონკურსში  და მოვიპოვო დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.    მოგაწოდებთ ინფორმაციას ჩემ შესახებ და მოსაზრებას, თუ რა იქნება პრიორიტეტი ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისათვის, თუ , რა თქმა უნდა, შესარჩევ ტურებს წარმატებით გავივლი, დირექტორობის უფლებას მოვიპოვებ და სკოლის სამეურვეო საბჭო ხმათა უმრავლესობით  მომანიჭებს უპირატესობას სხვა კანდიდატთან შედარებით.
   ვარ  ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული პედაგოგი
სასწავლო პროცესს წარვმართავ თანამედროვე ინტერაქტიური მეთოდებისა და ინფორმაციულსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, გავლილი მაქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, დამაკმაყოფილებლად ვფლობ გერმანულსა და რუსულ ენებს, ორი წლის განმავლობაში ვასრულებდი დირექტორის მოადგილის მოვალეობას აღმზრდელობითი მუშაობის დარგში.
      ჩემი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს
ქართულ ენასა და ლიტერატურაში.მყავს ტურებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულები.
      ვარ შემოქმედი მასწავლებელი, (მრავალი ლამაზი პროექტისა და ღრონისძიების ავტორი)
 კომუნიკაბელური, სამართლიანი, გულისხმიერი, თავდაუზოგავი შრომისმოყვარე და შემიძლია მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისათვის თავის გართმევა.
    მე პირდები , რომ შევქმნი  სკოლაში ახალ, უსაფრთხო გარემოს, სადაც თავისუფლად იშრომებენ პედაგოგები, მოსწავლეებს კი შესაძლებლობა მიეცემათ გამოავლინონ და განივითარონ ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებები, განვითარდნენ პიროვნულად და მიიღონ ხარისხიანი განათლება.
     სკოლაში    იქნება  შექმნილი ყველა  პირობა  იმისა, რომ  კურსდამთავრებულებმა სწორად  აირჩიონ თავიანთი მომავალი
ცხოვრების გზა.
    ხელს შევუწყობეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას,
   მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის  გრძნობის გაღვივებას.
  მოსწავლეებში  გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პრაქტიკული ცხოვრების უნარჩვევების განვითარებას,დემოკრატიულ
 ღირებულებებზე  დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას  კულტურული ფასეულობებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივებას, 
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამალებას,
 უსამართლობის აღმოფხვრას,მოსწავლეთა ცოდნის ობიექტურ შეფასებას, წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვას სასწავლო პროცესში,(რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს სწავლებისა და შემეცნების დონის ამაღლებას)ეროვნული სასწავლო  გეგმის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას,
 მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო ჩემი სამოტივაციო წერილის
წასაკითხად
     წარმატებებს ვუსურვებ ყველა კონკურსანტს. წარმატებებს გისურვებთ თქვენ.
                                   ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და                                      ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე.
                             


                                               


   



sv
სახელი : მადიმი
გვარი: დოლაკიძე
დაბადების თარიღი:1964 წელი
დაბადების ადგილი : თერჯოლა
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული(მყავს მეუღლე და ორი შვილი)
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 65 35 35
ელ ფოსტა:madimidolakidZe@gmail.com
განათლება:  უმაღლესი (მაგისტრი) ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი
ენების ცოდნა:   რუსული, გერმანული
სამუშაო გამოცდილება: 1. გაზეთ,, თერჯოლის“ რედაქცია 1987-1988წწ 2.ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 1987-2014წწ. 3.ღვანკითის საჯარო სკოლის ორგანიზატორი1988-1989წწ.4.ღვანკითის თემის საკრებულოს თავმჯდომარე 2002 წელი.
ტრენინგები: 1.სსიპ ,, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი
,,ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“    ა)სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ბ) გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;გ)სასწავლო პროექტის ორგანიზება  ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დ)თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით ორგანიზებული ტრენინგი:,, ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“- 20 საკონტაქტო საათი, 10-არასაკონტაქტო.
3 ,, ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები“-40 საკონტაქტო საათი, 10- არასაკონტაქტო.
4.,, სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“ 15 საკონტაქტო საათი, 5-არასაკონტაქტო.
5,,მოსწავლეტა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ 15 საკონტაქტო საათი, 5- არასაკონტაქტო.
6.პროფესიული განვითარების კავშირის ეგიდით ორგანიზებული ტრენინგი:  ა)ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი  პრინციპები,
ბ)შედეგზე ორიენტირებული სწავლებისა და გაკვეთილის დაგეგმვის მნიშვნელობა,
გ)შეფასების ახალი სისტემები
დ)სწავლების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები,
ე)პროექტი, როგორც სასწავლო მეთოდი.12 საკონტაქტო საათი
7.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და საერთაშორისო სამოქალაქო განათლების პროგრამა მოზაიკას მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების ტრენინგ- სემინარი
8.ფონდი განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი :,,ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა და ტექნოლოგიები“- 2 კრედიტი
9.,,ასაკობრივი განვითარებისა და სწავლის თეორიები“-3 კრედიტი.
10.პროექტის ,,ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა თემში-სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში   ტრენინგი :სწავლების მეთოდოლოგია დოკუმენტური ფილმების გამოყენებით.
11საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროექტი -,,ილია ჭავჭავაძე,’’ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამა:,, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“
12,, საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანი გამოყენება“
დამატებითი ინფორმაცია: ვარ შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, კოლეგიალური,მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,  ჯგუფთან მუშაობისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, ანალიტიკური აზროვნების, კონფლიქტების მართვისა და საქმიანი ურთიერთობების წარმოების, საკუთარი შეხედულებების დაცვისა და დასაბუთების , ფუნქციური წერის, დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარ-ჩვევები.








ტელევიზია ,, ობიექტივმა" გააშუქა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები . აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა წერილები. გთავაზობთ ერთ-ერთს
                                             
                ტელევიზია,, ობიექტივმა" გააშუქა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები.სავსებით სამართლიანია ის ფაქტი, რომ საფრთხე ემუქრება სკოლების უმრავლესობას, რამეთუ ბევრი ღირსეული ადამიანი დარჩა კონკურსის მიღმა,ბევრი კარგი დირექტორი ან დირექტორობის კანდიდატი შეიძლება დაკარგოს განათლების სისტემამ.გაჟღერდა ის აზრი, რომ კონკურსი მაშინ არის მისაღები, თუ ის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდება.დადასტურებულია, რომ გასაუბრების პროცესები არ იყო გამჭვირვალე.ქალბატონი ლია თუშური აღნიშნავს, რომ გასაუბრება თავის თავში იტევს მოულოდნელობის ეფექტს,ამიტომ რაღაც ნაწილი უნდა იყოს ექსპრომტი,გეთანხმებით იმაში, რომ რაღაც ნაწილი მოულოდნელი იყოს აპლიკანტისთვის, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ კონურსანტმა არ იცოდეს წინასწარ რა კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს მას კომისია, ასე რომ ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს.ახლა მაინც დადოს სამინისტრომ შეფასების,, მისეული" კრიტერიუმები, ხომ არ აჯობებდა კრიტერიუმების დადგენისას საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილის აზრებიც გაეთვალისწინებინათ? ქალბატონი მანანა ნიკოლეიშვილი ადასტურებს, რომ არსებობდა კრიტერიუმები და უმთავრესი, რაც გაითვალისწინეს იყო ის, რომ აპლიკანტს არ უნდა ჰყოლოდა მომჩივანი. ქალბატონო მანანა, ისეთ დირექტორებს, რომლებსაც უჩიოდნენ კოლექტივები, რატომ მისცეს კონკურსში მონაწილეობის უფლება, თუ ამის გამო შემდეგ უნდა დაებლოკათ ისინი?(რა თქმა უნდა, თუ წინასწარ იცოდნენ, ვინ იყვნენ ასეთი კანდიდატები. და თუ ტესტირებამდე არ იცოდნენ მათი საქმიანობის შესახებ , გასაუბრების წინ ვინ ,, ჩააწოდა" კომისიას, რომ დირექტორს მომჩივანი ჰყავდა?ესე იგი ,,მავანისგან" მიღებული ინფორმაციების შესაბამისად იმოქმედა კომისიამ.)ვფიქრობ, ეს არ არის სწორი პოზიცია. მისაღებია ქალბატონი მანანას აზრი იმის შესახებ, რომ თუ დირექტორს აქვს ფინანსური გარღვევები, არამიზნობრივად გახარჯული თანხები და საერთოდ ვერ მუშაობს და არ შეესაბამება იგი იმ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო უყენებს, არ უნდა მიეცეს კონკურსში მონაწილეობის უფლება.უნდა გაჟღერებულიყო ისიც, რომ ერთსა და იმავე გამოცდას აპლიკანტს აბარებინებენ სამჯერ და ეს არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში.კი, მართალია, კანონები და სტანდარტები თითქმის ყოველთვიურად იცვლება , მაგრამ ასეთი ხშირი ცვლილებებიც არ მიმაჩნია სწორად, ეს უპრინციპობისა და ჩამოუყალიბებლობის სინდრომია მხოლოდ.დემოკრატიულ ქვეყანაში, ვფიქრობ, დირექტორი უნდა აირჩიონ, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ მესამე საფეხურის მოსწავლეებს, მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგიურ კოლექტივს, დირექტორი ყველას მიმართ უნდა იყოს ანგარიშვალდებული და აბა ნახეთ, თუ არ გვეყოლება საუკეთესო ლიდერები, ამ პროცესების შემდეგ უნდა დანიშნოს გამოცდაჩაბარებული კონკურსანტი სამინისტრომ.არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მხოლოდ სამინისტროს კომპეტენცია იყოს დირექტორის დანიშვნა.თუ ისევ ტოტალიტალურ რეჟიმში ვცხოვრობთ, მაშინ კი, ბატონო. ასეთ სიტუაციაში კი იმის ამბიციაც არ უნდა გვქონდეს, რომ თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ, და სრული აბსურდია ის ,, მონაპოვარი" რაზედაც ასე ხმამაღლა საუბრობთ, რომ თურმე შესაძლებელია თავისუფლად ისაუბრო სამინისტროს წინ დარღვევებზე და არ დაგაპატიმრონ. თუ არავინ გისმენს რა აზრი აქვს შენს სიტყვას?მომეწონა ბატონი მამუკას და ქალბატონი ჯულიეტას გამოსვლა. მართლაც რატომ გაჭიანურდა გასაუბრების შედეგების დადება? პასუხი ნათელია სამინისტრო ,,ჩუმად" აგროვებდა ინფორმაციებს აპლიკანტების შესახებ, მაგრამ დიდი ვაჟას ნათქვამი ეტყობა, არც გაითვალისწინეს:,,ცუდას რად უნდა მტერობა". საზოგადოების უმრავლესობას უნდა დაკითხვოდით , ბატონებო" მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანისგან მიღებული ინფორმაციით შეაფასეთ აპლიკანტები? ასეთი მიდგომა არასწორია. ამიტომაც გახდით იძულებულნი ხელახლა, მოკლე დროში დაგენიშნათ ისევ კონკურსი, რათა სარჩელი არ შესულიყო სასამართლოში, თუ ეს ასე არ არის, მაშ რატომ მოგვიწოდებს ჟურნალისტი:,, სასამართლოს არ ვუსურვებ არც ერთ საქმეზე არავის ,ეს არის მრავალწლიანი გადავარდნა რელსებიდან."–საქართველოს განათლების სისტემაც ხომ არ გადავარდა რელსებიდან?ერთ დროს განათლების ხარისხით გამორჩეული ქვეყანა დღეს ჩამორჩენილთა სიაში მოიაზრება, რატომ? იქნებ დაინტერესდეთ. დავასრულებ ბატონი მამუკას სიტყვებით, რომ დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი და ამავე დროს იურისტი, ფსიქოლოგი, პედაგოგი...დაეს არ არის ადვილი საქმე. განათლება, სკოლა დრევანდელი ცხოვრებისა და ხვალინდელი დღის ხერხემალია. მოდით, ბატონებო, ნუ გავტეხთ ამ ხერხემალს, ნუმც გავამრუდებთ მას,თორემ, რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით.                         
                 მ. დოლაკიძე