საგანმანათლებლო ბლოგი

понедельник, 23 декабря 2013 г.

გაკვეთილის გეგმა

by madimi — last modified 2012-04-05 10:35Share
             გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის  თემა :    გიორგი ლეონიძის ლექსი ,,პატარძეული’’
სწავლების საფეხური :  მე–5 კლასი , 1–ლი საფეხური
მოსწავლეთა პროფილი : 16 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა: გაკვეთილი აქტუალური იქნება იმით, რომ                                          მოსწავლეებს განუვითარდებათ მხატვრული კითხვის,                                                                  მეტყველების,მხატვრული ნაწარმოების აღქმისა და გააზრების                                                       უნარები. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

გაკვეთილის მიზნები და მისაღწევი
შედეგები:  –პოეტური ტექსტის აღქმა
                     –მხატვრულ კითხვაში ვარჯიში
                     –მხატვრულ სახეებზე დაკვირვება
                     –ლექსიკური მარაგის გამდიდრება
                     –მოკლე აღწერითი ტექსტის შექმნა
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლეს
                     ქართ.5. 8. შეუძლია მხატვრული ნაწარმოების
                      წაკითხვა და ადეკვატურად გააზრება.
                      ქართ. 5.  6.გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კით–
                      ხვის საწყისი უნარ–ჩვევა.
                      ქართ.5. 14 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
                      ტიპის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
                      წინასწარი ცოდნა  წინა გაკვეთილზე შეისწავლეს რაფიელ
                       ერისთავის ,,სამშობლო ხევსურისა’’.
შეფასების საგანი და პროცედურები
                       შეფასდება .მხატვრული კითხვის უნარი
                       კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
                       და საგაკვეთილო პროცესში ჩარუთულობა
                       დაკვირვებით.
                       დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
                             სასწავლო მასალა და ტექნიკური
                       რესურსი.
                       სახელმძღვანელო,კომპიუტერი, პროექტორი,დაფა
აქტივობა 1. მოსწავლეთა პროვოცირება. პრეზენტაცია. 10 წთ.
                    მასწავლებელი საუბრობს საქართველოს მომხიბლავ
                    გარემოზე და აღნიშნავს რომ ადამიანს განსაკუთრე–
                    ბით ეძვირფასება ის ადგილი ,სადაც დაიბადა,ფეხი
                    აიდგა და პირველი სიტყვა წარმოთქვა.მრავალი
                    პოეტისათვის მშობლიური სოფელი პოეტური შთაგო–
                    ნების წყარო გამხდარა. ასეთ პოეტთა რიცხვს მიეკუთ–
                    ვნება გიორგი ლეონიძე.
აქტივობა2. ლექსის მხატვრული კითხვა.
                   მასწავლებელი კითხულობს ლექსს, შემდეგ  მოს–
                   წავლეებს აკითხებს 4 წთ.
აქტივობა3.გააზრება. დრო 9 წთ.
                  1. მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ
                   დასმულ კითხვებს.
                   2. რა ჰქვია გიორგი ლეონიძის მშობლიურ სოფელს?
                   3. ვის და რას თვლის პოეტი თავის აღმზრდელად?
                    დაიმოწმეტთ ტექსტი.
                   4. რა იგულისხმება სიტყვებში ,,ხალხის ფიქრი ათას–
                    წლეული,,   ა) ათასი წლის ისტორიის ხალხი
                   ბ) ათასი წლის წინ გადახდილ ბრძოლაზე
                   ფიქრი
                   გ) ხალხის ისტორა,მისი ტრადიციები და
                   ზნე–ჩვეულებები.                      
                   
                5 მოძებნეთ ლექსში ადგილი,რომელშიც ჩანს,
                   რომ ლექსის ავტორს მრავალი დიდი  ქალაქი უნახავს,
                   მაგრამ მშობლიური კერა ყველაზე ძვირფასად მიაჩნია                
                6 რას გულისხმობს პოეტი  სიტყვებში:
                   ,,ჯერ შუადღე მაქვს არდალეული’’
                   ა) დღის მონაკვეთს
                   ბ) ცხოვრების შუაგზას 
                   გ) მზიან შუადღეს
                7 თქვენი აზრით,რატომ არის განუმეორებელი ის
                    ადგილი,სადაც ადამიანი ბავშვობას ატარებს?
                8 რას გულისხმობს პოეტი სიტყვებში: ,,იქ მზრდიდა
                   ხალხი , იქ მზრდიდა დედა და ხალხის ფიქრი ათას–
                   წლეული’’?
                9 თქვენი აზრით , რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის
                   ჩამოყალიბებაში ერის ისტორიას, ტრადიციებსა და
                   ზნე–ჩვეულებებს?
               10 როგორ გგონიათ, შეიძლება ადამიანმა მშობლიური
                    კერა დაივიწყოს? ჩანს თუ არა ტექსტში ლექსის
                    ავტორის შეხედულება ამ საკითხზე ?
                    პასუხი დაასაბუთეთ.
                    ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან
აქტივობა 4 . რითმაზე დაკვირვება .მასწავლებელი მიმართავს
                   მოსწავლეებს  კიდევ ერთხელ გადაიკითხონ ლექსი
                   და ამოიწერონ მსგავსი ჟღერადობის სიტყვები
                    დრო 5 წთ
                    ორგანიზება ინდივიდუალური
 აქტივობა 5   ენობრივ მასალაზე დაკვირვება დრო 10წთ
                   ორგანიზება მუშაობა მთელ კლასთან
  აქტივობა 6  გაკვეთილის შეჯამება–შეფასება დრო 5წთ
                   მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს შეახსენებს
                   მოსწავლეებს ,რა ისწავლეს  და აფასებს მათ.
                   შეფასებისას ითვალისწინებს შესაბამის
                    კრიტერიუმებს.
 აქტივობა 7   საშინაო დავალება.დრო 2 წთ
                   ცოდნის გაღრმავების მიზნით, მასწავლებელი
                   აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას
                   მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია გიორგი
                  ლეონიძის შესახებ  და დაწერონ თხზულება:
                 ,,ჩემი სოფელი’’.
                       
  გაკვეთილის გეგმა                                               
       
  გაკვეთილის თემა:  რა არის მთავარი სათქმელი გიორგი ლეონიძის ლექსისა ,,ყივჩაღის პაემანი “ 
სწავლების საფეხური 11 კლასი მე–3 საფეხური.
მოსწავლეთა პროფილი  15მოსწავლე.  
გაკვეთილის მნიშვნელობა: ამ გაკვეთილზე მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის, ზეპირმეტყველების, კვლევის მსჯელობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარები
გაკვეთილის მიზნები –ლექსის თემისა და იდეის განსაზღვრა,მთავარი სათქმელის, რითმის       ფუნქციის ამოცნობა, ლირიკული გმირის  ხასიათისა და ქცევის მოტივის განხილვა.  
შედეგი თვალსაჩინოა თუ: 
ქარტ 11. 9 მოსწავლე განსაძრვრავს ლექსის თემას და იდეას

ქართ.11.10 .მოსწავლე განიხილავს ლირიკული გმირის ხასიათს,ქცევის მოტივს,ღირებულებსა და
ფასეულობებს.
   ქართული მე–11. 2.   ამოიცნობს      რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი ეფექტისა და ლექსის  განწყობის შესაქმნელად.                            
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებმა იციან როდის და რა მიზნით ჩამოასახლეს საქართველოში     ყივჩაღები. წაკითხული აქვთ ხალხური ლექსი „შემომეყარა ყივჩაღი “ ლიტერატურის თეორიიდან     იციან, რა არის ნაწარმოების თემა, იდეა, რითმა და რიტმი.
საგანმანათლებლო რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, კოგნიტური სქემები ავტოკალამი რვეული.
                             გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1–ლი (დრო 3 წუთი) მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით ინტერნეტის საშუალებით    მოვასმენინებ მათ გოგლა ლეონიძის მიერ წაკითხულ ლექსს.
შემდეგ ერთი მოსწავლე მხატრულად კითხულობს „ყივჩაღის პაემანს“
მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური
აქტივობა მე–2 კითხვებზე პასუხის გაცემა (დრო 10 წთ)
თქვენი აზრით, რატომ იწყება ლექსი სიტყვა „ყურღანებით“ რა კავშირი აქვს ამას ლექსის შინაარსთან .
როგორ ფიქრობთ რატომ არის ლექსში საუბარი ყაბარდოს ველზე
როგორ იხატება ბუნება და როგორ უკავშირდება ეს სიყვარულის გრძნობას
რას მატებს ამ გრძნობის გამოხატვას რუსთაველის პოემაზე მითითება
როგორ წარმოჩნდება ლირიკული გმირის ბუნება მის ქმედებებში
როგორ გესმით გამოთქმა:“მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად“
თქვენი აზრით, რატომ არის ნისლში გახვეული ყივჩაღის მიერ აღქმული ქართლის პეიზაჟი
როგორ გგონიათ, რით არის ბუნებრივი ყივჩაღის სახესთან დაკავშირებული შედარება, რომელიც ამ ხილვას ახლავს
რომელ ნაწარმოებზე მიგვანიშნებს „ვარდის ფურცლობის ნიშანი“ და „ დრო ახალი პაემანისა“
რა არის ის მთავარი რამ, რასაც ლექსი გვაუწყებს
ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან
აქტივობა მე–3 (დრო 5 წთ) მოსწავლეები მუშაობენ კოგნიტურ სქემებზე მათ უნდა ჩაწერონ გრაფებში ლექსის თემა და იდეა შესაბამისი არგუმენტებით და უნდა გააკეთონ საკუთარი ინტერპრეტაცია
ორგანიზება: წყვილებში მუშაობა
აქტივობა მე–4 (დრო 5 წთ) პრეზენტაცია. შევსებული სქემები გაიკვრება დაფაზე და მოსწავლეები გააკეთებენ ნაშრომების პრეზენტაციას
აქტივობა მე–5 (დრო 10 წთ) ლიტერატურის არსენალის წაკითხვა და მსჯელობა ლექსის მხატრულობის შესახებ
 მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო, ყურადღებით წაიკითხონ ლიტერატურის არსენალი და იმსჯელონ რა ფუნქციის მქონეა და რა ეფექტს ქმნის გიორგი ლეონიძის ლექსში გამოყენებული ბგერწერული ხერხები
ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა
აქტივობა მე–6 (დრო 3–3 წთ) პრეზენტაციას აკეთებენ ჯგუფების ლიდერები
საშინაო დავალება:(დრო 2წთ)  წაიკითხეთ ხალხური „შემომეყარა ყივჩაღი,“ ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი“, გოდერძი ჩოხელის „მე და ყივჩაღი“ შეადარეთ ეს სამი ლექსი ერთმანეთს, გაარკვიეთ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის და იმსჯელეთ ყივჩაღის მხატვრული სახის შესახებ.
                                              გაკვეთილის შეჯამება (დრო 2წთ)
     
               მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს რა გააკეთეს აღნიშნავს და შეაქებს ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს, საუკეთესო პრეზენტატორს
                                         მოსწავლეთა შეფასება (დრო 2 წთ)
1 შეფასდება მხატვრული კითხვის უნარი
  შეფასების ხერხი : დაკვირვება.     შეფასდება ერთი მოსწავლე
2შეფასდება დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსჯელობის უნარი.
  შეფასდებიან ყველაზე აქტიური მოსწავლეები
3 შეფასდება აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარი
  შეფასდებიან წყვილებიდან და ჯგუფებიდან პრეზენტატორები
4 შეფასდებიან ის მოსწავლეები,რომლებიც ყურადღებით წაიკითხავენ ლიტერატურის არსენალს და მასზე დაყრდნობით სწორად იმსჯელებენ, თუ რა ფუნქციის მქონეა და რა ეფექტს ქმნის გიორგი ლეონიძის ლექსში გამოყენებული ბგერწერული ხერხები.             
                                                      

пятница, 6 декабря 2013 г.

ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში



1. რომელ წინადადებაშია შეცდომა?

ა) ბიჭი მარტო დარჩა და მწარედ ატირდა.
ბ) ვახშამი უხალისოდ გრძელდებოდა.
გ) უნებლიედ მათი საუბარი გავიგონე.
დ) ცხოვრება დუნედ მიედინებოდა.


2. რას ნიშნავს სიტყვათა მყარი შეხამება ხელი შეუწყო?

ა) გართობას.
ბ) დამშვიდებას.
გ) დახმარებას.
დ) მოწონებას.


3. რას ნიშნავს სიტყვათა მყარი შეხამება თვალები დააწყდა?

ა) გაბრაზებას.
ბ) დარდს.
გ) მოლოდინს.
დ) შურს.


4. უფხო გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს:

ა) უნიჭოს.
ბ) უპოვარს.
გ) უუნაროს.
დ) უჭკუოს.


5. ჯიუტი ადამიანი არის:

ა) კერპი.
ბ) კუშტი.
გ) უბირი.
დ) უკმეხი.


6. რომელი სიტყვა არის დაბურულის სინონიმი.

ა) უკმეხი.
ბ) უკუნი.
გ) უნაყოფო.
დ) უღრანი.


7. რაც წითლად ელვარებს, არის:

ა) კრიალა. 2

ბ) ქათქათა.
გ) ღაჟღაჟა.
დ) ჩახჩახა.


8. გადატანითი მნიშვნელობით უხერხემლო ნიშნავს:

ა) უბედურს.
ბ) უნიჭოს.
გ) უპრინციპოს.
დ) უხასიათოს.


9. რომელ შესიტყვებათა წყვილშია გამოყენებული ომონიმები?

ა) ბატის ფრთა - თვითმფრინავის ფრთა.
ბ) მთის წვერი - ნემსის წვერი.
გ) ცივი მზერა - ცივი ქარი.
დ) ღამის ბარი - ბასრი ბარი.


10. ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადებაა ქართულისათვის უფრო ბუნებრივი?

ა) მერია აწარმოებს ავარიული სახლების შემოწმებას.
ბ) მერია ახდენს ავარიული სახლების შემოწმებას.
გ) მერიამ გადაწყვიტა ავარიული სახლების შემოწმება.
დ) მერიის მიერ წარმოებს ავარიული სახლების შემოწმება.


11. რომელია არასწორი ფორმა?

ა) გავთავისუფლდი.
ბ) გავნთავისუფლდი.
გ) განვთავისუფლდი.
დ) განთავისუფლება.


12. რომელია არასწორი?

ა) აცვიფრებს.
ბ) ანცვიფრებს.
გ) განაცვიფრებს.
დ) განცვიფრება.


13. რომელ წინადადებაშია სინტაქსური შეცდომა?

ა) სპორტის ამ სახეობით არაერთი მოზარდი დაინტერესდა.
ბ) სპორტის ამ სახეობით მრავალი მოზარდი დაინტერესდა.
გ) სპორტის ამ სახეობით სხვა მოზარდებიც დაინტერესდნენ.
დ) სპორტის ამ სახეობით ბევრი მოზარდები დაინტერესდნენ.
 3

14. რომელია არასწორი?

ა) ახალ თაობას.
ბ) ახალ თაობის.
გ) ახალი თაობის.
დ) ახალი თაობების.


15. რომელ წინადადებაში არ არის სწორად დასმული სასვენი ნიშანი?

ა) სტუმარს როგორც ჩანს, ბევრი არ იცნობდა.
ბ) სამწუხაროდ, მატარებელი ხვალ დილამდე აღარ გადიოდა.
გ) საბედნიეროდ, ჩვენთვის საინტერესო ცნობა აღმოჩნდა მწერლის არქივში.
დ) დედა, რასაკვირველია, გაახარა შვილის წარმატებამ.


16. რა ტიპისაა მოცემული წინადადება?
 ელისო, რომელიც წყაროსთან იჯდა, მწუხარებას ეძლეოდა.

ა) მარტივი.
ბ) შერწყმული.
გ) რთული თანწყობილი.
დ) რთული ქვეწყობილი.


17. რა ტიპისაა მოცემული წინადადება:
 ამ ამბავს ისმენდა გლეხი, ყავარჯენზე დაყრდნობილი.

ა) მარტივი.
ბ) შერწყმული.
გ) რთული თანწყობილი.
დ) რთული ქვეწყობილი.


18. რა ტიპისაა მოცემული წინადადება?
 როცა დავითი შინ მივიდა, საღამო ხანი იყო.

ა) მარტივი.
ბ) შერწყმული.
გ) რთული თანწყობილი.
დ) რთული ქვეწყობილი.


19. რომელ წინადადებაშია შეცდომა?
 I. ჩემს სოფლამდე 20 კილომეტრია. II. ჩემს სოფლამდი 20 კილომეტრია. III. ჩემს სოფლამდის 20
კილომეტრია.

ა) მხოლოდ I–ში.
ბ) მხოლოდ II–ში.
გ) მხოლოდ III.
დ) I–სა და III–ში.
 4

20. რომელია არასწორი ფორმა?

ა) გაუთიბავს.
ბ) გაურეცხავს.
გ) გაურიცხავს.
დ) გაუცვითავს.


21. რომელი ფორმა უნდა ჩავსვათ წინადადებაში:
 მათი მომავალი . . . მონდომებაზეა დამოკიდებული.

ა) მათივე.
ბ) მათსავე.
გ) მათვე.
დ) მათსვე.


22. ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადებაა ქართულისათვის უფრო ბუნებრივი?

ა) მეცნიერებმა სიმინდის ახალი ჯიშის გამოყვანა აწარმოეს.
ბ) მეცნიერებმა სიმინდის ახალი ჯიშის გამოყვანა დაიწყეს.
გ) მეცნიერებმა სიმინდის ახალი ჯიშის გამოყვანა მოახდინეს.
დ) მეცნიერების მიერ სიმინდის ახალი ჯიშის გამოყვანა წარმოებს.


23. რომელია სწორი ფორმა?
 I. წაუსვავს. II. წაუსვამს. III. წაუსვია.

ა) მხოლოდ I.
ბ) მხოლოდ II.
გ) მხოლოდ III.
დ) I და III.


24. რომელია სწორი ფორმა?
 I. შეუწყვიტავს. II. შეუწყვეტავს. III. შეუწყვეტს.

ა) მხოლოდ I.
ბ) მხოლოდ II.
გ) მხოლოდ III.
დ) II და III.


25. რომელია სწორი ფორმა?
 I. გაუკრეჭია. II. გაუკრეჭავს. III. გაუკრიჭავს.

ა) მხოლოდ I.
ბ) მხოლოდ II.
გ) მხოლოდ III.
დ) I და III.

 5

26. გარდაცვალების წინ დედოფალმა შუშანიკმა თქვა: «უკუეთუ ღირს რაიმე ვარ უკუანაისკნელი ესე
მეათერთმეტეი მოქმედი ვენახისაი, იყვენით ყოველნი კურთხეულ უკუნისამდე ჟამთა».
რა იგულისხმა შუშანიკმა, როდესაც თავი ვენახის მეთერთმეტე ჟამის მუშაკს შეადარა?

ა) შუშანიკის ღვაწლი მოკრძალებულია, ამიტომ ის თავს არ მიიჩნევს ღვთიური მადლის ღირსად.
ბ)
შუშანიკის ღვაწლი მოკრძალებულია, მაგრამ ღვთიური მადლი მასაც ისევე მიენიჭება, როგორც
პირველმოწამეებს.
გ)
შუშანიკის ღვაწლი ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე განუზომლად დიდია, ისევე, როგორც
პირველმოწამეებისა.
დ)
შუშანიკის ღვაწლი ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე
პირველმოწამეებისა.


27. გაიხსენეთ «აბო თბილელის წამება».
მაჰმადიანთა აზრით, რატომ იყო აბოს დასჯა აუცილებელი?

ა) სხვა მაჰმადიანებს რომ არ მიებაძათ აბოსათვის.
ბ) ქრისტიანებს აბო წმინდანად რომ არ შეერაცხათ.
გ) ქრისტიანებს აჯანყებაზე რომ არ ეფიქრათ.
დ) ხალხს რომ აბოს სახელიც კი აღარ ეხსენებინა.


28. გაიხსენეთ «აბო თბილელის წამება».
რომელი ფრაზიდან ჩანს, რომ ავტორი პირადად იცნობდა აბოს?

ა) «აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტეის მოყვარებასა...»
ბ) «მნებავს ქებად შენდა, ყოვლად ქებულო ქრისტეის მოწამეო...»
გ) «სანატრელითა მით ქრისტესმიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე...»
დ) «უფროის გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაი სათნოებათა შენთაი...»


29. გიორგი მერჩულის თხზულებაში «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება» ვკითხულობთ:
«ვიდრე მოსვლამდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა ცხოვარნი ქრისტეისნი განბნეულ იყვნეს
სივრცესა მას უდაბნოთასა...»

ვინ იგულისხმება სიტყვაში ცხოვარნი?

ა) ბერები
ბ) ეპისკოპოსები
გ) ქართველები
დ) ქრისტიანები


30. რის საფუძველზე დაწერა გიორგი მერჩულემ თავისი თხზულება «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება»?

ა) არსენ კათალიკოსისა და ეფრემ მაწყვერელის მონათხრობის საფუძველზე.
ბ) გრიგოლის მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების მონათხრობის საფუძველზე.
გ) დედა ეფემიასა და აშოტ კურაპალატის ვაჟების მონათხრობის საფუძველზე.
დ) პირადი ურთიერთობისა და თავად გრიგოლის მონათხრობის საფუძველზე.


 6

31. გაიხსენეთ «ვეფხისტყაოსანი».
რატომ თვლიდა ტარიელი, რომ უსამართლო იყო ფარსადანის გადაწყვეტილება - ინდოეთის ტახტზე
ხვარაზმშას ძე მოეწვია?

ა) ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ინდოეთის მეშვიდე სამეფოს გადავცემო.
ბ) ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ინდოეთის მთავარსარდლობას ვუბოძებო.
გ) ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ტახტის მემკვიდრედ გავზრდიო.
დ) ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ჩემს ქალიშვილს მივათხოვებო.


32. გაიხსენეთ «ვეფხისტყაოსანი».
რატომ თვლიდა ნესტანი, რომ ტარიელმა მისთვის მიცემულ ფიცს უღალატა?

ა)
ტარიელი ესწრებოდა თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და თქვა, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს
არ დავთმობო.
ბ)
ტარიელი ესწრებოდა თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და მეფეს შეიარაღებული
წინააღმდეგობით დაემუქრა.
გ)
ტარიელი ესწრებოდა თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და მეფეს ხვარაზმშას ვაჟის ჩამოყვანა
ურჩია.
დ)
ტარიელი ესწრებოდა თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და მეფისათვის წინააღმდეგობა არ
გაუწევია.


33. გაიხსენეთ «ვეფხისტყაოსანი».
რა მოსთხოვა ავთანდილმა ვაჭრებს იმის შემდეგ, რაც მეკობრეები დაამარცხა და მათ გზა გაუხსნა?

ა) დაემალათ, რომ არაბთა ჯარის სარდალი იყო და ვაჭარის ტანსაცმელი მიეცათ.
ბ) დაემალათ, რომ თინათინის მიჯნური იყო და ფატმანთან მიეყვანათ.
გ) დაემალათ, რომ რაინდი იყო და ერთ-ერთ რიგით ვაჭრად გამოეცხადებინათ.
დ) დაემალათ, რომ რაინდი იყო და ვაჭართუხუცესად გამოეცხადებინათ.


34. გაიხსენეთ დავით გურამიშვილის ლექსი «სწავლა მოსწავლეთა».
როდის გაიხარებს მევენახე («მწიდნავი»)?

ა) როდესაც ვენახს გასხლავს.
ბ) როდესაც მოსავალს მოიწევს.
გ) როდესაც ყურძენს დაწურავს.
დ) როდესაც შრომას შეიმსუბუქებს.


35. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში «ფიქრნი მტკვრის პირას» ვკითხულობთ:
«თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული,
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავის მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..»

რა არის «კეთილი მეფის» საზრუნავი?

ა) სახელის მოხვეჭა. 7

ბ) სიკეთის მოხვეჭა.
გ) სიმდიდრის მოხვეჭა.
დ) ძალაუფლების მოხვეჭა.


36. გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ლექსი «პოეტი».
რომელ სტრიქონში ჩანს, რომ ილიას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი საგანგებო დანიშნულება?

ა) «მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო».
ბ) «ვით ფრინველმა გარეგანმა».
გ) «არა მარტო ტკბილ ხმათათვის».
დ) «გამომგზავნა ქვეყნად ცამა».


37. ილია ჭავჭავაძის ლექსში «ჩემო კალამო» ვკითხულობთ:
«ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ».

რა თვისება უნდა ახასიათებდეს, ამ სტროფის მიხედვით, პოეტს?

ა) გამბედაობა.
ბ) მიმტევებლობა.
გ) ნიჭი.
დ) სიმკაცრე.


38. გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «ალუდა ქეთელაური».
ხევსურებმა უთხრეს ალუდას: «წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა».
რა უპასუხა ალუდამ თანასოფლელებს?

ა) «ვაი ეგეთას სამართალს».
ბ) «ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს».
გ) «რაად სწყრებიან ხევსურნი».
დ) «საქმე მოგირთავ ავადა».


39. გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «სტუმარ-მასპინძელი».
რა მოიმოქმედეს პირველ რიგში ქისტებმა, როდესაც ზვიადაურის სოფელში ყოფნის ამბავი შეიტყვეს?

ა) გაგზავნეს ჯოყოლასთან მზვერავი.
ბ) ზვიადაური სასაფლაოზე წაიყვანეს.
გ) მივარდნენ ზვიადაურის შესაპყრობად.
დ) ჯოყოლას ხელ-ფეხი შეუკრეს.


40. გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «სტუმარ-მასპინძელი».
თვითმკვლელობის წინ აღაზა ფიქრობდა, რომ მან და მისმა ქმარმა ქისტებს შესცოდეს.
რაში ადანაშაულებდა აღაზა საკუთარ თავს?

ა) ზვიადაურის დატირებაში. 8

ბ) სამშობლოს ღალატში.
გ) ჯოყოლას მოტყუებაში.
დ) ჯოყოლას ღალატში.


41. გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას პოემა «ბახტრიონი».
რა შესთავაზა კვირიამ ლელას?

ა) დაბრუნებულიყო სახლში მამის საპატრონოდ.
ბ) მოტყუებით შეეღწიათ ბახტრიონის ციხეში.
გ) ქართველთა ლაშქარს ადევნებოდნენ უკან.
დ) ყეენისათვის ძვირფასი საჩუქარი მიერთმიათ.


42. დავით კლდიაშვილის მოთხრობაში «სამანიშვილის დედინაცვალი» სალობერიძეებთან სტუმრობისას
კირილემ მიმართა ჯიმშერს:
«- ძალიან არ წუხს!.. ერთ უშვილო დედაბერს დეეძებს სადედინაცვლოდ და მითხარით, ჩემგან რა
შეწუხება მიჰყენებია... დავდევ უკან მეძებარივით!.. ეგებ, ბიძია, გეგულებოდეს სადმე უშვილო
დედაბერი და ამ ყმაწვილს გული დოუშოშმინო!..»

რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს კირილე პლატონის მიმართ?

ა) კირილე ამხიარულებს პლატონს.
ბ) კირილე დასცინის პლატონს.
გ) კირილე ზრუნავს პლატონზე.
დ) კირილე თანაუგრძნობს პლატონს.


43. ლეო ქიაჩელის მოთხრობაში «ჰაკი აძბა» ვკითხულობთ:
«უჯუშ ემხას სისხლიანი ეპიზოდებით აღსავსე ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა მას
მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო შებმა მოუხდა ისე, რომ თავისი ერთგული ძიძიშვილი ჰაკი აძბა
გვერდით არ ჰყავდა. ამიტომ ეგონა, თითქოს ეს ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ გულში გადარჩენის
მტკიცე რწმენა არ ჰქონდა...»

რა გრძნობა დაეუფლა უჯუშ ემხას?

ა) აფორიაქდა.
ბ) გაბრაზდა.
გ) განაწყენდა.
დ) განცვიფრდა.


44. მიხეილ ჯავახიშვილის რომანში «ჯაყოს ხიზნები» ვკითხულობთ:
«ჯაყო თეიმურაზის მამულს გარს უვლიდა და, ვითარცა უპატრონო ქონებისა და თავისი ნაოფლარის
კანონიერი მემკვიდრე, გააფთრებული გაჰკიოდა: - ჩემია! ჩემია!»

ჯაყოს რა თვისება ჩანს ამ მონაკვეთში?

ა) მოკრძალება.
ბ) მომხვეჭელობა.
გ) უპრინციპობა.
დ) უსაქმურობა. 9

45. გაიხსენეთ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა «შელოცვა რადიოთი».
რის გამო დაუთმო ბრომლეის თავისი ინდოელი მსახური ჰექსლეიმ?

ა) ბრომლეიმ დიდი თანხა შესთავაზა ჰექსლეის.
ბ) ბრომლეიმ ჰექსლეის აქციების ყიდვა გადაწყვიტა.
გ) მსახურს სურდა ბრომლეისთან დარჩენა უკეთესი ანაზღაურების გამო.
დ) მსახურს ჰექსლეისთან სამსახური აღარ სურდა.


46. გაიხსენეთ კონსტანტინე გამსახურდიას რომანი «დიდოსტატის მარჯვენა».
რომელი ისტორიული რეალობა განაპირობებდა იმას, რომ «ამ მაგალითით დაშინებული ტფილისელი
ამირაც გატვრინული იყო»?

ა) ბერძენთა კეისართან მტკიცე ზავი შეიკრა.
ბ) მრავალგზის გვემული განძელი ფადლონი ხარკს აძლევდა მეფეს.
გ) სარკინოზები ჯერ კიდევ ბოგინობდნენ შურის ციხეში.
დ) წლის მიწურულამდის მშვიდობა სუფევდა საერისთავოებში.


47. გაიხსენეთ კონსტანტინე გამსახურდიას რომანი «დიდოსტატის მარჯვენა».
რატომ არ დაიცვა არსაკიძე კათალიკოსმა მეფის სასჯელისაგან?

ა) გაიგო, რომ არსაკიძე ფხოველთა ამბოხში მონაწილეობდა.
ბ) გაიგო, რომ კოლონკელიძის ასული უყვარდა დიდოსტატს.
გ) გაიგო, რომ მკრეხელური სურათი დაეხატა დიდოსტატს.
დ) გაიგო, რომ სვეტიცხოველი არ მოსწონდათ ბიზანტიელ ოსტატებს.


48. გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა «კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა».
რისთვის არის საჭირო, ვასიკო კეჟერაძის აზრით, «კარცერ-ლუქსები»?

ა) ახალგაზრდობას გართობის საშუალება მიეცეს.
ბ) ახალგაზრდობას ლიტერატურის კითხვა შეუყვარდეს.
გ) ახალგაზრდობას მეცნიერული ინფორმაცია მიეწოდოს.
დ) ახალგაზრდობას ცხოვრების ინტერესი გაუჩნდეს.


49. გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა «კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა».
რატომ თვლის ვასიკო კეჟერაძე, რომ თამაზი «მისალოცი ადამიანია»?

ა) წინ ელის შედევრის პირველად წაკითხვის სიამოვნება.
ბ) წინ ელის პირველი სიყვარულის ბედნიერებით ტკბობა.
გ) წინ ელის მრავალი ეგზოტიკური ქვეყნის ნახვა.
დ) წინ ელის სწრაფი და წარმატებული კარიერა.


50. გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა «კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა».
რა საერთო აქვს ღვინის სმასა და კითხვას, ვასიკო კეჟერაძის აზრით?

ა) ორივე ბედნიერების განცდას ანიჭებს ადამიანს.
ბ) ორივე ერთნაირად აბრუებს ადამიანის გონებას.
გ) ორივეს ერთნაირად შეიძლება მიეჯაჭვოს პიროვნება.
დ) ორივეს პიროვნული თავისუფლებისაკენ მივყავართ.
 10

სწორი პასუხები


1.---- გ) 2.---- გ) 3.---- გ) 4.---- გ) 5.----- ა) 6.--- დ) 7.---- გ) 8.---- გ) 9. --- დ) 10.--- გ)
11.--- ბ) 12.--- ბ) 13.-- დ) 14.--- ბ) 15.--- ა) 16.-- დ) 17.--- ა) 18.-- დ) 19.--- ბ) 20.-- დ)
21.--- ბ) 22.--- ბ) 23.--- ბ) 24.--- გ) 25.--- ა) 26.--- ბ) 27.--- ა) 28.--- გ) 29.--- ა) 30.--- ბ)
31.--- გ) 32.-- დ) 33.-- დ) 34.--- ბ) 35.--- ა) 36.-- დ) 37.--- ა) 38.--- ა) 39.--- ა) 40.--- ა)
41.--- ბ) 42.--- ბ) 43.--- ა) 44.--- ბ) 45.--- ა) 46.--- ბ) 47.--- გ) 48.--- ბ) 49.--- ა) 50.-- დ

суббота, 30 ноября 2013 г.

საუკუნო საგზალი: გიორგი შატბერაშვილი

საუკუნო საგზალი: გიორგი შატბერაშვილი: 1965 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი და მწერალი გიორგი შატბერაშვილი. ერთი კვირა არ იყო გასული, რაც 14 აპრილს, 55 წელი ...

საუკუნო საგზალი: ვაჟა-ფშაველა

საუკუნო საგზალი: ვაჟა-ფშაველა

საუკუნო საგზალი: ილია ჭავჭავაძე

საუკუნო საგზალი: ილია ჭავჭავაძე