გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა : გიორგი ლეონიძის ლექსი ,,პატარძეული’’
სწავლების საფეხური : მე–5 კლასი , 1–ლი საფეხური
მოსწავლეთა პროფილი : 16 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა: გაკვეთილი აქტუალური იქნება იმით, რომ მოსწავლეებს განუვითარდებათ მხატვრული კითხვის, მეტყველების,მხატვრული ნაწარმოების აღქმისა და გააზრების უნარები. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
გაკვეთილის მიზნები და მისაღწევი
შედეგები: –პოეტური ტექსტის აღქმა
–მხატვრულ კითხვაში ვარჯიში
–მხატვრულ სახეებზე დაკვირვება
–ლექსიკური მარაგის გამდიდრება
–მოკლე აღწერითი ტექსტის შექმნა
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლეს
ქართ.5. 8. შეუძლია მხატვრული ნაწარმოების
წაკითხვა და ადეკვატურად გააზრება.
ქართ. 5. 6.გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კით–
ხვის საწყისი უნარ–ჩვევა.
ქართ.5. 14 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
ტიპის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
წინასწარი ცოდნა წინა გაკვეთილზე შეისწავლეს რაფიელ
ერისთავის ,,სამშობლო ხევსურისა’’.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასდება .მხატვრული კითხვის უნარი
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
და საგაკვეთილო პროცესში ჩარუთულობა
დაკვირვებით.
დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსი.
სახელმძღვანელო,კომპიუტერი, პროექტორი,დაფა
აქტივობა 1. მოსწავლეთა პროვოცირება. პრეზენტაცია. 10 წთ.
მასწავლებელი საუბრობს საქართველოს მომხიბლავ
გარემოზე და აღნიშნავს რომ ადამიანს განსაკუთრე–
ბით ეძვირფასება ის ადგილი ,სადაც დაიბადა,ფეხი
აიდგა და პირველი სიტყვა წარმოთქვა.მრავალი
პოეტისათვის მშობლიური სოფელი პოეტური შთაგო–
ნების წყარო გამხდარა. ასეთ პოეტთა რიცხვს მიეკუთ–
ვნება გიორგი ლეონიძე.
აქტივობა2. ლექსის მხატვრული კითხვა.
მასწავლებელი კითხულობს ლექსს, შემდეგ მოს–
წავლეებს აკითხებს 4 წთ.
აქტივობა3.გააზრება. დრო 9 წთ.
1. მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ
დასმულ კითხვებს.
2. რა ჰქვია გიორგი ლეონიძის მშობლიურ სოფელს?
3. ვის და რას თვლის პოეტი თავის აღმზრდელად?
დაიმოწმეტთ ტექსტი.
4. რა იგულისხმება სიტყვებში ,,ხალხის ფიქრი ათას–
წლეული,, ა) ათასი წლის ისტორიის ხალხი
ბ) ათასი წლის წინ გადახდილ ბრძოლაზე
ფიქრი
გ) ხალხის ისტორა,მისი ტრადიციები და
ზნე–ჩვეულებები.
5 მოძებნეთ ლექსში ადგილი,რომელშიც ჩანს,
რომ ლექსის ავტორს მრავალი დიდი ქალაქი უნახავს,
მაგრამ მშობლიური კერა ყველაზე ძვირფასად მიაჩნია
6 რას გულისხმობს პოეტი სიტყვებში:
,,ჯერ შუადღე მაქვს არდალეული’’
ა) დღის მონაკვეთს
ბ) ცხოვრების შუაგზას
გ) მზიან შუადღეს
7 თქვენი აზრით,რატომ არის განუმეორებელი ის
ადგილი,სადაც ადამიანი ბავშვობას ატარებს?
8 რას გულისხმობს პოეტი სიტყვებში: ,,იქ მზრდიდა
ხალხი , იქ მზრდიდა დედა და ხალხის ფიქრი ათას–
წლეული’’?
9 თქვენი აზრით , რა მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის
ჩამოყალიბებაში ერის ისტორიას, ტრადიციებსა და
ზნე–ჩვეულებებს?
10 როგორ გგონიათ, შეიძლება ადამიანმა მშობლიური
კერა დაივიწყოს? ჩანს თუ არა ტექსტში ლექსის
ავტორის შეხედულება ამ საკითხზე ?
პასუხი დაასაბუთეთ.
ორგანიზება: მუშაობა მთელ კლასთან
აქტივობა 4 . რითმაზე დაკვირვება .მასწავლებელი მიმართავს
მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გადაიკითხონ ლექსი
და ამოიწერონ მსგავსი ჟღერადობის სიტყვები
დრო 5 წთ
ორგანიზება ინდივიდუალური
აქტივობა 5 ენობრივ მასალაზე დაკვირვება დრო 10წთ
ორგანიზება მუშაობა მთელ კლასთან
აქტივობა 6 გაკვეთილის შეჯამება–შეფასება დრო 5წთ
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს შეახსენებს
მოსწავლეებს ,რა ისწავლეს და აფასებს მათ.
შეფასებისას ითვალისწინებს შესაბამის
კრიტერიუმებს.
აქტივობა 7 საშინაო დავალება.დრო 2 წთ
ცოდნის გაღრმავების მიზნით, მასწავლებელი
აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას
მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია გიორგი
ლეონიძის შესახებ და დაწერონ თხზულება:
,,ჩემი სოფელი’’.
Комментариев нет:
Отправить комментарий