საგანმანათლებლო ბლოგი

воскресенье, 26 января 2014 г.

ქართული ლიტერატურა                                                             (1).
1.რატომ ითხოვა სპარსეთიდან დაბრუნებულმა ვარსქენმა აზნაურების შვილებისა და მსახურების მიგებება?
ა)ქვეყანაში  ერთგულივით რომ შესულიყო.
ბ)მათთვის ახალი ამბავი სწრაფად რომ ეცნობებინა.
გ)საზოგადოებისათვის ძალაუფლება რომ დაენახვებინა.
2.ვინ გააგებინა შუშანიკს  ქმრის გამაზდეანების ამბავი?   (1)
ა)დიაკონმა
ბ)მსახურმა
გ)სპარსმა კაცმა
3. რატომ არ მოაბანინა სახეზე შემხმარი სისხლი შუშანიკმა  იაკობს?   (1)
ა)უნდოდა, რომ ყველას ენახა ვარსქენის სისასტიკე
ბ)თვითონვე უნდოდა ამის გაკეთება
გ)სისხლი ცოდვებისაგან განწმენდის სიმბოლოდ მიაჩნდა.
4.შუშანიკის რა თვისება ჩანს იაკობის სიტყვებში,, ჩვენი არა ხოლო დედოფალი იყავ, არამედ ჩუენ ყოველთა ვითარცა შვილთა გუხედევდ.,,?                                            (1)
ა)ერთგულება
ბ)მზრუნველობა
გ)სიმტკიცე
5.იაკობის აზრით, რატომ უნდა გაწიროს მცველად მიჩენილმა მსახურმა შუშანიკისთვის თავი?                                                                                         (1)
ა)რადგან ეს მისი მოვალეობაა.
ბ)რადგან მცველი შუშანიკის გაზრდილია
გ)რადგან იგი ქრისტიანია.
6.ვის წინააღმდეგ ომებში მონაწილეობდა ვარსქენი?(1)
ა)ბიზანტიელთა
ბ)სომეხთა
გ)სპარსთა
7.რას ნიშნავს სიტყვა ტარიგი? (1)
ა)ბორკილებს
ბ)თილისმას
გ)სამსხვერპლო კრავს
8.სად ითხოვა შუშანიკმა დაკრძალვა?  (1)
ა) ეკლესიის ეზოში
ბ)საგვარეულო სასაფლაოზე
გ)სასახლის ეზოში
,,აბოს წამება,,
9.რამდენი წლის ისტორია აქვს, ავტორის თქმით, ქრისტიანობას ქართლში?(1)
ა)ოთხასის
ბ)რვაასის
გ)ხუთასის
10.იოანე საბანისძის აზრით, ბერძენთა გარდა, ვის ებოძა ქრისტიანული სარწმუნოება?
ა) კაბადოკიელებს, ბ)სომხებს, გ)ქართველებს.
11.რომელ ბიბლიურ პერსონაჟს ადარებს აბოს იოანე საბანისძე, როდესაც მის საქართველოში ჩამოსვლაზე ლაპარაკობს?            (1)
ა)აბრაამს, ბ)იაკობს, გ)მოსეს.
12.რატომ მოინათლა აბო ხაზარეთში?                 (1)
ა)პოლიტიკური ინტერესების გამო
ბ)რადგან იქ არაბთა რისხვა ვერ მისწვდებოდა
 გ)რადგან მოუნათლავი აფხაზეთში ვერ გადავიდოდა.
13.რა მიზნით მოუქნიეს ჯალათებმა აბოს მახვილი სამჯერ? (1)
ა)ამირას გულის მოსაგებად
ბ)მისი რწმენის შესარყევად
გ)ხალხის შესაშინებლად
14.აბოს როგორ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს სიტყვები ,,მე არა მხოლოდ ტანჯვად  გამზადებულ ვარ , არამედ  სიკვდიდმცა,,? (1)
ა) მტკიცედაა, ბ)ნანობს., გ)სასოწარკვეთილია
15. რა ერქვა ადგილს სადაც ცხედარი დაწვეს?          (1)
ა) კბოდე, ბ)საგოდებელი გ)სადილეგო
16.რა სასწაული იხილეს თბილისელებმა აბოს წამების მეორე დღეს?  (1)
ა) დიდი მიწისძვრა მოხდა, ბ)კაშკაშა ვარსკვლავი ამობრწყინდა, გ)ცაზე ცისარტყელა გაჩნდა.
გიორგი მერჩულე,, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება,,
17.რომელი ფრაზა გამოხატავსგრიგოლის როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ სრულყოფილებას
ა),,გუამითა მრთელ და სულითა უბიწო.,,                   (1)
ბ),,უბრალოი ხელითა და წმინდაი გულითა,,
გ)ხილვითა დიდ , ხორცითა თხელ,,
18.რისთვის მიაშურა გრიგოლმა ,, უქმსა მას მას უდაბნოსა,,?   (1)
ა)მატერიალური სიმდიდრის დასაგროვებლად
ბ)არქიმანდრიტი რომ გამხდარიყო
გ),,ზეთი განუპარველი რომ დაეგროვებინა,,
19. რა არჩევანის წინაშე დადგა ზენონი, როდესაც ,,უკეთური კაცის მოკვლაზე მიდგა საქმე?1                               
ა) მამაკაცური ღირსება დაეცვა ,თუ სული  გადაერჩინა.
ბ)თავი მოეკლა თუ ,,უკეთური კაცი. ,,
გ)საკუთარი და მოეკლა თუ,, უკეთური კაცი,,
20. გრიგოლის აზრით, ვის უქმნის სდაფრთხეს ,,სიძვის დიაცი,,? (1)
ა)აშოტ კურაპალატს, ბ)დედოფალს, გ)საკუთარ სულს.
21.რით ახსნა საბა იშხნელმა ბაგრატ კურაპალატის წინაშე გამოუცხადებლობა? (1)
ა)იმით, რომ ბაგრატს პატივს არ სცემდა.
ბ)იმით ,რომ ორ ბატონს ერთდროულად ვერ დაემორჩილებოდა.
გ)მოუცლელობით.
22ჯავახეთის კრების ეპიზოდის მიხედვით, რა უმძიმესი არჩევანის წინაშე დააყენებდა გრიგოლი ეფრემს , თუ ეს უკანასკნელი მას შეეწინააღმდეგებოდა? (1)
ა) გრიგოლი მისი მოძღვარი აღარ იქნებოდა.



1 комментарий:

  1. The Casino Directory | JtmHub
    The Casino Directory is a 출장안마 complete directory for casino and sportsbook operators in https://vannienailor4166blog.blogspot.com/ Ireland and Portugal. Jtm's comprehensive ventureberg.com/ directory provides you งานออนไลน์ with more than 150 1xbet korean

    ОтветитьУдалить