წლიური სასწავლო კურსის პროგრამა მე-10 კლასი
წლიური სასწავლო კურსის პროგრამა
2013-2014 ს / წ
მასწავლებლის სახელი, გვარი: მადიმი დოლაკიძე
სასწავლო საგნის დასახელება : ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების კლასი : X
სასწავლო კურსის სწავლების ხანგრძლივობა : ორი სემესტრი
საათების რაოდენობა : 5 საათი კვირაში
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა: ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივმა უნარ-ჩვევებმა ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევას. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი.
უნარ - ჩვევები :
· განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
· გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
· განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
· ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
· შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
· გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.
სასწავლო საგნის სტატუსი : მოცემულ კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი.
სასწავლო საგნის მიზანი :
ინფორმაციის გ ა გება, ანალიზი და შეფასება :
· სხვადასხვა სახის ზეპირი ტექსტების ანალიზი ტონალობის, ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურისა და ეფექტურობის თვალსაზრისით;
· ადეკვატურად, გამართულად და დამარწმუნებლად მეტყველება;
· წაკითხული ტექსტის კონსტრუირება (ენობრივი ანალიზი და სინთეზი);
· ტექსტების სახეებისამოცნობა და განმარტება მათს სტრუქტურულ-გრამატიკულ თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით;
· ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და მათი სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
· სხვადასხვა ტიპისა და სტილის ტექსტების გამართულად წერა; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.
ენის კომუნიკაციური ასპექტები ს გაგება-გამოყენება:
· იმ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ გარემოში პიროვნების ადეკვატურ თვითგამოხატვას; საუბრის, დისკუსიის, დებატების, სხვადასხვა თემაზე კამათის წარმართვას;
· სხვადასხვა სახის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შეფასება მათი საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
· წაკითხულის გადამოწმება და შეფასება სანდოობის, აქტუალურობის, პოპულარობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით;
· კონკრეტული საკითხის შესასწავლად ინფორმაციის მოძიება, კრიტიკულად გადამოწმება და მონაცემთა ბანკის შედგენა;
· სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა აუდიტორიისათვის ნებისმიერი ტიპის წერილობითი ტექსტის შეთხზვა.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა :
· არგუმენტირებული მსჯელობა სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ტექსტებში გამოვლენილი მსოფლმხედველობრივი საკითხებისა და ლიტერატურული თავისებურებების შესახებ;
· ლიტერატურულ ნაწარმოებზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება და წარმოჩენა;
· ლიტერატურულ ნაწარმოებებში მხატვრული აზროვნების ფორმების იდენტიფიცირება, შედარება, შეპირისპირება, დაკავშირება და ანალიზი;
· სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურულ ტექსტებში ასახულ კულტურულ ფასეულობათა გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
· სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ტექსტის შექმნის პროცესში ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილების რეალიზება;
· წერილობით ტექსტებში საკუთარი პოზიციისა და ღირებულებითი დამოკიდებულებების სხვადასხვა ლიტერატურული ფორმით წარმოჩენა;
· ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის აღქმა-გააზრება.
სასწავლო კუ რ სის ამოცანები :
საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:
· კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
· ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
· აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
· მსჯელობის უნარის განვითარება;
· სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
· ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
· ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
· დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
· ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
· საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
· სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
· ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
· მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
· ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
· სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისადა შექმნის უნარის გამომუშავება;
· მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
· ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
· ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
· ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.
სასწავლო კურსის აუცილებელი საბაზისო კომპონენტები :
ზეპირმეტყველების, კითხვის, მოსმენისა და წერის უნარ-ჩვევები
კურსის ორგანიზაცია :
1) საკლასო მენეჯმენტის ხერხები:
· ინდივიდუალური
· წყვილებში
· ჯგუფური
· მთელ კლასთან
2) მეცადინეობის ფორმები:
· პრაქტიკული
· ლექცია
· სემინარი
· დებატები
3) გაკვეთილის ტიპები:
· ახსნა
· განმტკიცება
· კომბინირებული
საწავლო კურსის შეფასება :
· ტესტირება,
· დემონსტრირება (ზეპირი გამოსვლა),
· შუალედური შეფასება,
· კომუნიკაციის უნარი,
· საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები,
· საბოლოო შეფასება.
რესურსები :
· მოსწავლის წიგნი: ქართული ენა და ლიტერატურა; გამომცემლობა: „მერიდიანი“ ავტორები: თაია ცხადაია, დარეჯან კვანჭიანი, ნანა ღონღაძე, ნანა კუცია, ნათელა მაღლაკელიძე,
რვეული;
მასწავლებლის წიგნი;
დაფა,
· ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი, ისტორიული ძეგლები, ბუნებრივი გარემო და სხვ.
ადამიანური რესურსები : ქართული ენის მასწავლებელი.
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X.7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვადა მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
ქართ. X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროსთხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლიამხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
ქართ. X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.
ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის

Комментариев нет:
Отправить комментарий