საგანმანათლებლო ბლოგი

вторник, 28 января 2014 г.

საჯარო სკოლის წესდება

I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საჯარო სკოლის სტატუსი

1. საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, "ზოგადი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
3. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა (გერბი, დროშა, ჰიმნი, დევიზი).
6. სკოლის იურიდიული მისამართია
თერჯოლა სოფელი ღვანკითი

მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
სკოლის მიზანია:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.
II. სკოლის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას დისციპლინურ და  სააპელაციო კომიტეტს.
მუხლი 4. სამეურვეო საბჭო
1. სკოლის სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლების და პედაგოგოიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეული ერთი წარმომადგენელისგან. სამეურვეო საბჭოში არჩეულ მშობელთა და პედაგოგთა რაოდენობა არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები და 12-ზე მეტი. მშობლების მიერ არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იქნას არჩეული ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.
2. სამეურვეო საბჭოს არჩევის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისაგან და პადაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადით.
4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი.
5. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობა 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.
6. სამეურვეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3.
7. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
8. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები:
ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს სკოლის დირექტორს;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს. რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დიციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანისს წესს;
დ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიას და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.
ე) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
ვ) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ზ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
თ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ი) უფლებამისილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
კ) უფლებამოსილია მოთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელის ხელშეკრულების პირობების დარვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევვაში;
ლ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებს და ოქმებს;
მ) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს;
ნ) ქმნის სააპელაციო კომიტეტს;
ო) განიხილავს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრებს, მათ შორის საჩივრებს, რომლებიც ეხება სკოლის დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
პ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ წესდების პროექტს.
2. ამ მუხლის “ბ”, “გ”, “დ” და “ი” ქვეპუნქტებით გათვასლიწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას - სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.
მუხლი 6. სკოლის დირექცია
1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის  და ბუღალტრისგან.
2. სკოლის დირექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისათვის.
3. სკოლის დირექტორს ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის დირექტორად ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორი ვადით.
4. სკოლის დირექტორის არჩევის და მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. სკოლის დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამ მონაცემებს აგზავნის სარეგისტრაციოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
6. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.
მუხლი 7. სკოლის დირექტორი
1. სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს, სკოლის ბიუჯეტს, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიას და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.
დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ვ) უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;
ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;
თ) ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სკოლის სამეურვეო საბჭოს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები;
კ) განკარგავს თანხებს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.
ლ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
მ) ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
2. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;
ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე;
გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;


მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.
2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთაA ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
პედაგოგიური საბჭო:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში და დისციპლინურ კომიტეტში.
დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ.
ვ) საკითხი, სკოლის შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ შეიძლება დააყენოს პედაგოგიური საბჭოს 1/3–მა.

მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა
1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:
ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;
გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით;
დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს.
ვ) სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი.
ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი სკოლის დირექტორთან.
თ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი.
4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ხოლო საშუალო საფეხურის თვითმმართველობის წევრები იმავე წესით ირჩევენ აგრეთვე სამურვეო საბჭოში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს.
5. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
6. მოსაწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარგვასთან და კავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში და დისციპლინურ კომიტეტში;
დ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
ე) მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს სხვა სკოლებთან, თემთან, მასმედიასთან, ბიზნესსექტორთან, ყველა დაინტერესებულ პირთან.
მუხლი 11. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები
1. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება `ზოგადი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონით.
2. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
3. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.

III. დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი
მუხლი 12. დისციპლინური დევნა
1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.
3. სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი.
4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს.
5. სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დისციპლინურ კომიტეტს.
6. ის მოსწავლეები, რომელთაც ახასიათებს საზოგადოებისათვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა გაიგზავნებიან სპეციალიზირებულ სკოლაში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლის ასაკიდან.
7. დირექტორისა და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში ან სააპელაციო საბჭოში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 13. დისციპლინური კომიტეტი
1. დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
2. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.
3. სამეურვეო საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით 1 წლის ვადით ირჩევს დისციპლინური კომიტეტის წევრებს. დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს:
ა) სამეურვეო საბჭოს მშობლების მიერ არჩეულ წევრს;
ბ) პედაგოგიურ საბჭოს;
გ) საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
მუხლი 14. სააპელაციო კომიტეტი
1. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრების განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შექმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
2. დაუშვებელია სააპელაციო კომიტეტიტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.
მუხლი 15. მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა. 
1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.
2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.
3. დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში. სამეურვეო საბჭო ვალდებულია განიხილოს საჩივარი 1 თვის ვადაში.
4. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:
ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
ბ) უფლების დარღვევის არსი;
გ) მოთხოვნის არსი.

IV. სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და
საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 16. სკოლის ქონება
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით (უზუფრუქტით) გადაეცემა შესაბამისი ქონება.


მუხლი 17. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სკოლა უფლებამისილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის `ბ~ და `გ~ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა გასახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების გახორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
4. ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულება აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%, აუცილებელია სამეურვეო საბჭოს თანხმობა.
5. სკოლას უფლება არ აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად.
მუხლი 18. სკოლის ფინანსები
1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით.
2. სკოლის კაპიტალურ ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანოთ, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
4. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
მუხლი 19. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქამიანობის აღრიცხვა ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.
2. დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.
3. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას, სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის მიერ წარდგენილი სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიიდებელი აუდიტორი.
მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლი
1. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინიტრო,  კანონით გათვალისწინებული წესით. სახელწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის, და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სკოლა ყოველი წლის არაუგვიანეს 1-ლი მაისისა მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით.
3. მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. სკოლამ მაკონტროლებელ ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.

V. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი 21. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სკოლის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) თუ სკოლის საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია;
ბ) თუ აუცილებელია სკოლის ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმატიზაცია;
გ) თუ სკოლა არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სკოლის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი, რომელიც შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებში.
მუხლი 22. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით.

Комментариев нет:

Отправить комментарий