საგანმანათლებლო ბლოგი

воскресенье, 26 января 2014 г.

                                               
                                         ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები





სადამრიგებლო მუშაობა
                                               თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის ხელმძღვანელის მადიმი დოლაკიძის  სადამრიგებლო პროგრამა
                                                                       
მუშაობის მიზანი:
დავეხმარო მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური  შესაძლებლობების განვითარებაში. მოვახდინო მათი აკადემიური პროცესის მართვა, მონიტორინგი. მოსწავლეთა მშობელთათვის აკადემიური მოსწრების გაცნობა.
   მუშაობის პრინციპი:
·                     მოსწავლეებში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა,  მათ განვითარებაზე ზრუნვა
·                     პასუხისმგებლობა/ვალდებულებების გრძნობის  განვითარება
·                     ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში(ზეიმების,ლაშქრობების, ექსკურსიების მოწყობა)
·                     მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა
·                     მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში   
სასწავლო წელი-2013-2014 წწ.
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა-21 მათ   შორის გოგონა-10, ბიჭი-11
სია:
1.                 ბაზაძე თორნიკე
2.                 ბერიძე ბადრი
3.                 კუბლაშვილი ბადრი
4.                 კუბლაშვილი ეკა
5.                 მაკარიძე ფიქრია
6.                 მოდებაძე ხატია
7.                 რობაქიძე ანა
8.                  რობაქიძე ქრისტინე
9.                 რობაქიძე ქეთევანი
10.             სახვაძე ნიკა
11.             ქარქაშაძე მერაბი
12.             ქოჩიაშვილი გულიკო
13.             ქურცაძე მადონა
14.             ჯანგიანი გიორგი
15.             კურტანიძე გიორგი
16.             გოგნაძე ალიკა
17.              სარდანაძე გონერი
18.             ქურცაძე ანანო
19.             ოდიკაძე მურმანი
20.             ბუსკივაძე სალომე
21.             ქარქაშაძე თორნიკე
ყველა  მოსწავლე ფიზიკურად და გონებრივად ასაკთან შესაბამისია, . იზრდებიან სრულფასოვან ოჯახებში დედ-მამასთან ერთად, ერთი მოსწავლე ბადრი კუბლაშვილი მამით ობოლია.მას უწევს ოჯახში მამაკაცის მისიის შესრულება,ამიტომ ხშირად გულჩათხრობილია და სევდიანი. უკვე მეშვიდე  წელია , რაც ამ კლასის დამრიგებელი ვარ.      მოვინახულე მათი საყოფაცხოვრებო ოჯახური  პირობები. სწავლისა და პიროვნული განვითარებისათვის ბავშვებს  შესაფერისი გარემო აქვთ შექმნილი. მშობლები თანამშრომლობენ სკოლათან და დამრიგებელთან. გვაქვს  ხშირი სატელეფონო კავშირი და ინდივიდუალური შეხვედრები, ვატარებთ მოსწავლეთა და მშობელთა საერთო კრებებს  პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტის მიზნით.მოსწავლეთა მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში  ვეხმიანები  მათ მშობლებს . კლასში მყავს ორი სპორტსმენი( ფეხბურთელი) ჯანგიანი გიორგი და კურტანიძე გოგა.   მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო და სკოლისგარეშე ღონისძიებებსა და კლუბურ მუშაობაში. ხატია მოდებაძე სამოქალაქო კლუბის ლიდერია, ქრისტინე რობაქიძე რაიონის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრია, ბაზაძე თორნიკე და რობაქიძე ანა სკოლის დისციპლინური კომიტეტის წევრები არიან.

შესასრულებელი საკითხები
აქტივობები
მიზანი
შესრულების დრო
კომენტარი
1.შინაგანაწესისა და ქცევის კოდექსის გაცნობა,სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა
ჩავატარებ  კრებას და გავაცნობ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ქცევის კოდექსსა და შინაგანაწესს,უზრუნველვყოფ სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებას.
დავნერგო ქცევის წესები პრაქტიკაში,რათა ხელი შევუწყო მოსწავლის მიერ საკუთარი  ქცევის მართვას,დისციპლინისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
16.09.2013წ.
2 .მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება, დღის რეჟიმის გაცნობა,კლასის კუთხის მოწყობა.
დავაწესებ მოსწავლეთა მორიგეობას, გამოვაკრავ გაკვეთილების ცხრილს,მოსწავლეები უზრუნველყოფენ საკლასო ოთახის სისუფთავეს, პირად ჰიგიენასა და სანიტარული პირობების დაცვას.საკლასო ინვენტარის მოვლას.
პიროვნული და მორალური განვითარება, გარემოსდაცვითი და ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
3. მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება და საკლასო ჯურნალის წარმოება
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადი საქმეების სრულყოფისათვის,ყოველდღიურად დავაკვირდები მოსწავლეთა დასწრებას გაკვეთილებზე,ვაწარმოებ ჟურნალს,გაცდენების შესახებ ინფორმირებულს გავხდი მშობლებს.
ხელი შევუწყო გაცდენების მინიმუმამდე დაყვანას.
სისტემატურად
4.მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი.მოსწავლეთა ფსიქოლოგიური პორტრეტი.
მოვახდენ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ყოველკვირეულ მონიტორინგს,შევისწავლი მათი მიდრეკილებებსა და ინტერესების სფეროს
სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა
ყოველკვირეულად
5.სადამრიგებლო საათის ჩატარება
სადამრიგებლო საათის ჩატარებას როგორც კლასში, ისე სკოლის გარეთ, არაფორმალურ გარემოში
მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ატმოსფეროს ჩამოყალიბება.
კვირაში ერთხელ
6.მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
 მოვაწყობ მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრებს, ნებისმიერი წარმატებისა თუ უარყოფითი ქცევის შესახებ ინფორმაციას მივაწვდი მშობლებს,ყოველი ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად ჩავრთავ მათ.
დავგეგმავ მშობელთა კრებებს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.კლასის პრობლემების გადაჭრისას ატიურად ვითანამშრომლებ მათთან.დავნერგავ კითხვარს მშობელთათვის.პედაგოგიზაციის მიზნით ჩავატარებ საუბრებს ბავშვთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით
მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით.
სემესტრში ორჯერ, ან საჭიროებისამებრ
სექტემბერი/დეკემბერი
7. სასკოლო ღონისძიებებისა და ექსკურსია /ლაშქრობების მოწყობა./
დავგეგმავთ სასკოლო ღონისძიებას, ექსკურსია/ლაშქრობებს. აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ  სასწავლო პროექტების განხორციელების საქმეში.
აქტიური ჩართვა სასკოლო ღონისძიებებში.კულტურული და ესთეტიკური განვითარება,თანამშრომლობა, თვალსაწიერის გაფართოება.





Комментариев нет:

Отправить комментарий