საგანმანათლებლო ბლოგი

суббота, 4 января 2014 г.

სასწავლო პროექტი მე-12 კლასი გალაქტიონი- მეფე პოეტი

სასწავლო პროექტი


პროექტის   სახელწოდება: გალაკტიონი- მეფე პოეტი




პროექტის მთავარი იდეა:ვიცნობდეთ გალაკტიონს 

პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობაპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში კვლევის უნარის გამომუშავებას, აამაღლებს  მოსწავლეთა  მოტივაციას.

პროექტის მიზნებიმოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია  მიიღონ  გალაკტიონის ფენომენის შესახებ , გააკეთონ მისი   მემკვიდრეობის ანალიზი, მოემზადონ პოეტის  სამყაროში სამოგზაუროდ, განუვითარდეთ  ინფორმაციის  მოძიებიხ, დამუშავების კვლევისა  და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი-17-18  წელი.

ვადები- ხანგრძლივობა - ერთი კვირა

მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მონაწილეები უფრო მეტს  გაიგებენ  გალაკტიონის შესახებ, ჩაწვდებიან  მისი პოეზიის მადლს. ისწავლიან  პროექტებზე მუშაობას, წაიკითხავენ  პოეტის ლექსებს, წერილებს, გაეცნობიან  მის ცხოვრებასა  და შემოქმედებას, გადაიღებენ  ფოტოებს , მოაწყობენ  პოეზიის საღამოს , ,, როგორც ერთია ქვეყანა მთელი , ისე ერთია გალაკტიონი", ნახავენ გალაკტიონის სახლ-მუზეუმს, მოაწყობენ მომზადებული  სლაიდ-შოუს პრეზენტაციას , გამოუშვებენ კედლის გაზეთს

წინასწარი ცოდნა: მოსწავლეები იცნობენ პოეტის ბიოგრაფიას, ნაწილობრივ  მის წერილებს, ლექსებს .

სასწავლო მასალა და ტექნიკური  საშუალებები;: გალაკტიონის  ლექსები, დამხმარე სახელმძღვანელოები,  კომპიუტერი, ფოტო აპარატი,  აუდიო მასალა.

სასწავლო პროექტის  მსვლელობა

აქტივობა 1 მოსწავლეებს  ვეკითხები რა ახსოვთ ან რა იციან  საინტერესო გალაკტიონის ცხოვრების  შესახებ,  რომელი ლექსი მოსწონთ  და რატომ? აქვთ თუ არა წაკითხული ვახტანგ ჯავახაძის ,, უცნობი", რევაზ თვარაძის ,, გალაკტიონი" . 
კვესელავას ,, პოეტური ინტეგრალები"


აქტივობა 2. ინტერნეტის  საშუალებით მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციას  გალაკტიონ ტაბიძის შესახებ 



აქტივობა 3. მოსწავლეები მუშაობენ   ჯგუფებში. მოძიებულ  ინფორმაციას თემატურად ალაგებენ,; ბავშვობა, სწავლის პერიოდი, შემოქმედებითი ცხოვრება, ოჯახური გარემო, საზოგადოებრივი მოღვაწეობა, გარდაცვალება. ამზადებენ სლაიდ-შოუს, მუშაობენ  კედლის გაზეთზე.

აქტივობა 4 
სამოდელო გაკვეთილის ჩატარება 
 გაკვეთილის თემა   ,, ჩემი გალაკტიონი"

აქტივობა 5 ექსკურსია გალაკტიონის სახლ-მუზეუმში

პოეზიის საღამო ,, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი"

აქტივობა6. გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმის ჩვენება

აქტივობა 7. კედლის გაზეთის გამოშვება და სლაიდ შოუს ჩვენება ღვანკითის საჯარო სკოლის დაინტერესებული პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის
აქტივობა 8 შიდა სასკოლი კონფერენციის ჩატარება

  მოსწავლეთა ნამუშევრების წარმოდგენა

 თემები: 1. ,, მოდერნისტული ლირიკის დისკურსი და გალაკტიონის ლურჯა ცხენები"

2. რომანტიკულ- სიმბოლისტური თემები გალაკტიონის პოეზიაში

3. სიყვარული გალაკტიონის პოეზიაში

4. სამშობლო გალაკტიონის პოეზიაში

5.,, ჩემი გალაკტიონი"

პროექტის შეფასების სქემა

ფასდება შემდეგი აქტივობები
დაბალი
   საშუალო
  მაღალი
თემის იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება დამუშავება.
დამხმარე და ვიზუალური საშუალებების მოძიება და გამოყენება.
 მოსწავლე ვერ აერხებს თემის გაცნობიერებას, საჭირო მასალის მოძიებას.
უჭირს მიზნისა და თემის გაცნობიერება, მომზადებული მასალა მწირია.
გაცნობიერებული აქვს თემა, მიზანი. მომზადებული მასალა  მდიდარი  და  მრავალფეროვანია.
აუდიტორიასთან კავშირი, ყურადღების  მიპყრობა,  კეთილგანწყობა.
უჭირს კავშირის დამყარება აუდიტორიასთან და მეგობრებთან.
ნაწილობრივ ამყარებს კავშირს.
აქვს მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან.
დამაჯერებელია მისი მანერები.
ანალიზისა და სინთეზის უნარი,  ორიგინალობა  და  შემოქმედებითობა,  საკუთარი პოზიციის დაცვა.
ვერ  ავლენს 
უჭირს.
ავლენს ანალიზისა და სინთეზის  უნარს. არის  ორიგინალურად მოაზროვნე და შემოქმედებითი. მყარი არგუმენტებით  ახერხებს  საკუთარი პოზიციის დაცვას.

კავშირი ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან 



ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·        მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·        არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
·        არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·        შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·        პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·        დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
·        დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.

ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალას, ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის შესაბამისად და ა.შ.);
·        გადის რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის წინ (ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის, მიმიკის მოდიფიცირებაში);
·        პრეზენტაციამდე ეცნობა აუდიტორიას და შეაქვს ცვლილებები აუდიტორიის ცოდნის დონის, ასაკის, ინტერესების გათვალისწინებით;
·        პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად ახდენს ხმის მოდულაციას (მნიშვნელოვან იდეას / აზრს წარმოთქვამს ნელა, ხმამაღლა და შეიძლება დამარცვლითაც, იყენებს ლოგიკურ მახვილებს);
·        პროექტის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლამდე აკეთებს პაუზას და მიმართავს აუდიტორიას, აქვთ თუ არა შეკითხვები პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით;
·        ზეპირი გამოსვლისთვის წინასწარ ამოიწერს ბარათებზე მნიშვნელოვან ფრაზებს, მონაცემებს ან ძირითად თეზისებს, რომლებიც ეხმარება პრეზენტაციის თანამიმდევრულად წარმართვაში;
·        პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს.



         პროექტის ხელმძღვანელი  ღვანკითის საჯარო სკოლის        ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 
 მადიმი დოლაკიძე
           2013 წელი 


Комментариев нет:

Отправить комментарий