სადამრიგებლო პროგრამა თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ღვანკითის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის ხელმძღვანელი მადიმი დოლაკიძე
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება - მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მოვალეობები
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. სასურველია დამრიგებელი ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.
დამრიგებელს ევალება:
სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;
მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი.
დამრგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასში მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების , გაკვეთილზე დასწრების და ქცევის ანალიზი, რის საფუძვლეზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას.
სადაც დაწერს:
მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებით სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი მომდევნო სასწავლო წლებში (თუ ეს არ არის საფეხურის ბოლო კლასი), რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა.
დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.
დამრიგებლის მუშაობის პრინციპები
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა -ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების მობილიზება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
მოსწავლეთა ჩართულობა
ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობების და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
თანამშრომლობის პრინციპი
დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას . დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებისათვის
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს , რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
კლასთან დამრიგებლის მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები; კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიების, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება; მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ცნობილ ადამიანებთან და სხვადასხვა სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა.
დამრიგებელმა კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს შეხვედრები და ღონისძიებები. შესაძლებელია, ამ შეხვედრებს ჰქონდეს სისტემატური ხასიათი. დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას.
სადამრიგებლო სასაუბრო თემები მოქცეულია შემდეგ ხუთ მიმართულებაში;
1. პიროვნული და მორალური განვითარება;
2. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა;
სადამრიგებლო საუბრები შესაძლოა შედგეს როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც, მაგ: ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას.
ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები:
1.აფხაიძე გელა
2.ბოჭორიშვილი მარიზი
3.ბუსკივაძე თათია
4.ბუსკივაძე ნატალი
5.გავაშელაშვილი ზურა
6.ვაჭარაძე მარიამი
7.კოვზირიძე ლევანი
8კოვზირიძე ლუკა
9.კუბლაშვილი ანანო
10.კუბლაშვილი მიშიკო
11.სარდანაძე ანანო
12.ქარქაშაძე გიორგი
13.ქარქაშაძე თათია
14 ქურცაძე გიორგი
15 ცერცვაძე მარიამი

Комментариев нет:
Отправить комментарий