სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: ბუნება რომანტიკოსი პოეტების შემოქმედებაში.
პროექტის თემა: რას წარმოადგენს ბუნება რომანტიკოსი პოეტებისათვის?
კითხვები:
კითხვები:
1იცნობთ თუ არა ქართველ რომანტიკოსებს?
2.მათ მიერ ბუნების თემაზე დაწერილი რომელი ნაწარმოებები წაგიკითხავთ?
შევარჩიოთ რამდენიმე ნაწარმოები თემის გასაანალიზებლად.
სახელდება ალ. ჭავჭავაძის „გოგჩა“, ბარათაშვილის,, ფიქრნი მტკვრის პირას". შემოღამება მთაწმინდაზედ",გრიგოლ ორბელიანის ,,საღამო გამოსალმებისა".
პროექტის აქტუალობა: პროექტი იმით არის აქტუალური, რომ მოსწავლეები ჩაწვდებიან რომანტიკოსების ბუნებით დაინტერესების მთავარ მიზეზებს. იგი ხელს შეუწყობს მათ იმაში, რომ ჩამოუყალიბდებათ საკუთარი დამოკიდებულება ბუნებისადმი, აღიქვამენ ბუნებისა და ცხოვრებისეული პრობლემების ურთიერთმიმართებას, რადგან ეს პროექტი ასახავს ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და პრობლემებს, რომ ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილია, ყველაფერი წარმავალია, ბუნება კი მარადიულია, ამიტომ ადამიანის სახელი უნდა დარჩეს ამქვეყნად, რაც თავდაუზოგავი შრომისა და ნიჭით მიიღწევა.,, მაგრამ რადგანაც კაცნი გქვიან შვილნი სოფლისა, უნდა კიდევაც მივდიოთ მას გვესმას მშობლისა, არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს"(ბარათაშვილი)
პროექტის მიზნები: ბავშვები ჩაწვდებიან ადამიანის სულიერ სამყაროს ბუნების წვდომა გაუფაქიზებთ შინაგან გრძნობებს. გაიგებენ , რომ ბუნება წარმოადგენს უშუალო კავშირს ობიექტურ სინამდვილესა და ადამიანის სუბიექტურ სამყაროს შორის.
მონაწილეთა ასაკი:15 წელი.
ვადები: 7 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: ეცოდინებათ რომანტიზმის წარმოშობის ისტორია და ქართული რომანტიზმის თავისებურებები. განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები. ჩამოუყალიბდებათ ერთმანეთის აზრის პატივისცემისა და გაზიარების უნარები.
ზირითადი რესურსები: 1. „ქართველი მწერლები სკოლაში“, რომანტიკოსების , მთაწმინდის , გოგჩის-სევანის ტბისა და მდინარე მტკვრის ფოტო -სურათები, მოსწავლეების მიერ გადაღებული ბუნების ამსახველი ფოტოები, კომპიუტერი.მომზადებული სლაიდები
პროექტის მსვლელობა:
1 აქტივობა
თემის წარდგენა და შერჩევა.ბუნების თემაზე შექმნილი ნაწარმოებების წაკითხვა და მხატვრული ანალიზი

2 აქტივობა
შეკითხვები არჩეულ თემასთან დაკავშირებით: 1სად მდებარეობს გოგჩის ტბა? 2. რა გრძნობა დაგეუფლათ ლექსის წაკითხვის შემდეგ? 3. რა ფიქრებს აღუძრავს პოეტს გოგჩის შემოგარენის ხილვა? 4. რის სიმბოლოდ შეიძლება აღვიქვათ გოგჩის იავარქმნილი შემოგარენი? რა განაპირობებს პოეტის უძირო სევდას?5. თქვენი სიტყვებით გადმოეცით, ერთი მხრივ, როგორ აღწერს პოეტი გოგჩის ნაპირებს , მეორე მხრივ, როგორ ცოცხლდება მის პოეტურ წარმოსახვაში წარსულის სურათები,6. ლექსის მიხედვით, რა არის ყოვლისმძლეველი და თავად უძლეველი ძალა?გაიხსენეთ კიდევ რომელი პოეტების შემოქმედებაში შეგხვდათ ეს მხატვრული სახე. თქვენი აზრით რით შეიძლება დაუპირისპირდეს ადამიანი წარმავლობის განცდას , რომ სასოწარკვეთილება არ დაეუფლოს?
ტექსტის მხატვრული ანალიზისათვის
1. იმსჯელეთ, რასთან ქმნის გოგჩის ლამაზი ბუნება კონტრასტს და რის წარმოსაჩენად იყენებს ამ მხატვრულ ხერხს ავტორი?
2 მოძებნეთ ლექსში ტროპული საშუალებები(ეპითეტი, მეტაფორა, შედარება)და განსაზღვრეთ მათი მხატვრული ფუნქცია
6. რომანტიზმისთვის დამახასიათებელი რა ნიშან -თვისებები იკვეთება ლექსში?
7 გაიხსენეთ რას ეწოდება პეიზაჟი და რა იდეის გამოხატვას ემსახურება გრიგოლ ორბელიანის ლექსში ,, საღამო გამოსალმებისა" პეიზაჟის არწერა?
რა ქმნის ლექსის დასაწყისსა და დასასრულს კომპოზიციურ მთლიანობას?
8რა განწყობას იწვევს მკითხველში მთაწმინდისა და მისი შემოგარენის აღწერა ბარათაშვილის ლექსში,, შემოღამება მთაწმინდაზედ"?
9. რატომ მიისწრაფის პოეტი მთაწმინდისაკენ? როგორი კავშირი იკვეთება ბუნებასა და ადამიანს შორის?რა უშლის ადამიანს ხელს ზეციურ სამყაროს ეზიაროს?რა აძლევს პოეტს იმედის საფუძველს?
10.მოძებნეთ ტექსტში ეპითეტის და შედარების მაგალითები და განსაზღვრეთ მათი ფუნქცია
11. რა ფიქრებს აღუძრავს სევდიან ბარათაშვილს მტკვრის ხილვა?( ლექსი ,,ფიქრნი მტკვრის პირას")

3. აქტივობა
კლასი ინტერესების მიხედვით დაიყო ჯგუფებად , გაინაწილეს ფუნქციები .ერთი ჯგუფი ამზადებს სლაიდ-შოუს ალექსანდრეჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მეორე ჯგუფი- გრიგოლ ორბელიანის მესამე კი ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ.
4 აქტივობა
ჟურნალისტთა ჯგუფი მუშაობს კედლის გაზეთების გამოშვებისთვის
4. აქტივობა: პროექტის პრეზენტაცია.
1. პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა მოაწყვეს რომანტიკოსთა მიერ ბუნების თემაზე შექმნილი ლექსების იდეურ-მხატვრული ანალიზი
2. მოაწყვეს რომანტიკოსი პოეტების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი სლაიდ-შოუს პრეზენტაცია
3. გამოუშვეს კედლის გაზეთები
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები.

პროექტის ავტორი ღვანკითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადიმი დოლაკიძე 2013 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий