“გოდერძი ჩოხელის მოთხრობები სამშობლოს, იმედის, რწმენის, სიყვარულის, სიკეთის, მშვენიერების გადასარჩენად დადებულ სამანებს მოჰგავს ჩვენ შეუმღვრეველ და ჟამარეულ საწუთროში.”
მარიამ წიკლაური
გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა, უფრო ზუსტად, გზად სოფელ ბურსაჭირისკენ. სოფელი ჩოხი წმიდა ადგილად ითვლებოდა იქ არსებული წმ. გიორგის სალოცავის გამო და ამიტომ დედამისი მთაში წავიდა თავის დედ-მამასთან, თუმცა ადგილამდე ვერც მიაღწია _ ასე დაიბადა პატარა გოდერძი. დედამისი თურმე მწყებსებმაც არ შეუშვეს სახლში, რადგან მთის ადათის მიხედვით მშობიარე ქალი უწმინდურად ითვლებოდა და ის ღამე საცოდავმა დედა-შვილმა გომურში გაატარა. ორმოცი დღის გოდერძი ბურსაჭირიდან მშობლიურ ჩოხში დააბრუნეს. იქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა, შემდეგ კი სწავლა ფასანაურში განაგრძო. მეოთხე კლასში იყო, როცა ფილმი პირველად ნახა და იმ დღიდან გადაწყვიტა ცხოვრება კინოსთვის დაეკავშირებინა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გოდერძი დედაქალაქში ჩამოვიდა და შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით სწავლა ახლადშექმნილ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე განაგრძო, ლანა ღოღობერიძის სახელოსნოში. მისი პირველი საკურსო ფილმი იყო “ნამეხარი მუხა,” ხოლო მეორე საკურსო ფილმმა _ “ადგილის დედა” _ ქალაქ ობერჰაუზენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. თავად გოდერძი ჩოხელი ჯილდოს ასაღებად არ წასულა, მან არც კი იცოდა, რომ მისი ნამუშევარი ფესტივალზე იყო წარდგენილი. მოგვიანებით მის “სამოთხის გვრიტებს” მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ნიკა” უდიდესი აღიარება ხვდა წილად.
1979 წელს ჩოხელმა თეატრალური ინსტიტიუტი დაამთავრა და გადაიღო სადიპლომო ნამუშევარი “მიწისმზომელები”. იმავე წელს მან კონოსტუდია “ქართულ ფილმში” მუშაობა დამდგმელ რეჟისორად დაიწყო. მისი სადებიუტო ფილმი იყო “ბაკურხეველი ხევსური”. ამას მოჰყვა საკუთარ სცენარებზე შექმნილი ფილმები: “მეკვლე” (1981), “აღდგომა” (1982), “ადამიანთა სევდა” (1984), “წერილი ნაძვებს” (1986), “უცხო” (1988), “აღდგომის ბატკანი” (1988), “ცოდვის შვილები” (1989), “სამოთხის გვრიტები”, (1997), “ლუკას სახარება” (1998), “მიჯაჭვული რაინდები” (2000), რომლებმაც მაყურებლის ყურადღება იმთავითვე მიიქციეს ეროვნული ყოფიერების, მთის ტრადიციებისა და ხალხური მოტივების საოცრად ფაქიზი გადმოცემით, ცხოვრებისეული რეალიების ორიგინალური ხედვით. ჩოხელის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ვაჟა-ფშაველას ჰუმანიზზმა, ამიტომ მის ფილმებში მკვეთრი ფერებით დახატული რეალობა მაინც ყოველთვის კაცთმოყვარეობისა და მიმტევებლობის უდიდესი განცდით აღიქმება. როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი, გოდერძი ჩოხელი უპირველესად თავად განიცდიდა და გრძნობდა საკუთარი გმირების ადამიანურ ბუნებასა და სამყაროში ჰარმონიისაკენ სწრაფვის წყურვილს. ამ იდეითაა განმსჭვალული არა მარტო მისი საოცარი ფილმები, არამედ მისი მოთხრობები და რომანები. წერა 1977 წელს დაიწყო, თუმცა მისი პირველი წიგნი “წერილი ნაძვებს” 1980 წელს დაიბეჭდა. მის ნაწარმოებებს პირველები ნიკო კეცხოველი და ნოდარ წულეისკირი გამოეხმაურნენ. Mგოდერძის შემოქმედებით აღფრთოვანებული იყო მისი პედაგოგი ლანა ღოღობერიძე.

ჩოხელის წიგნებში (“ადამიანთა სევდა,” “თევზის წერილები,” “მგელი”, “წერილი ნაძვებს”, “მღვდლის ცოდვა”, “შემინახე დედაო მიწავ”, “ბედი მდევარი”, “ცასწასვლა”, “ბალახის ცხოვრება”) ვაჟასეული დიდი ჰუმანიზმი სამყაროს გამოუცნობ, მისტიკურ-ირეალურ აღქმასთან არის შერწყმული. ამიტომ რთულია რეალურისაგან გაარჩიო მითიური, ზღაპრული, უცნაური და არნახული. სწორედ თხრობის ამგვარი ორიგინალური მანერა იზიდავს მკითხველს გოდერძი ჩოხელის ინდივიდუალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სამყაროში. აქ ადამიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია სიკეთე, სიყვარული, სათნოება და სისადავე. როგორც თავად მწერალი მეგობრებთან ამბობდა, ამ სამყაროში იგი საკუთარ “სულის პეპელას” გადაჰყავდა. ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობდა და განიცდიდა მისი “სულის პეპელა”, როცა ჰუმანისტმა მწერალმა და რეჟისორმა მონასტერში თვითმკვლელობა სცადა... მაშინ გოდერძი ჩოხელი გადარჩა, მაგრამ ძალიან რთული იყო მისი სულიერი მდგომარეობა, რომელსაც თვითგამოხატვისა და რეალიზების საშუალება აღარ ჰქონდა. ამ ინციდენტმა, თითქოს, გამოაფხიზლა ქართული ინტელიგენცია, რომელმაც მწერლის დეპრესიიდან გამოყვანა ერთეული ვიზიტებით სცადა, თუმცა კრიზისი, რომელიც ჩოხელს სიცოცხლის ბოლო წლებში თავს დაატყდა, მისი მგრძნობიარე ადამიანური ბუნებისათვის მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა. საქართველოში მაშინ შემოქმედებისათვის საჭირო მატერიალურიLრესურსების მოპოვება ძალიან რთული იყო და ხელოვანთაგან ბევრს უჭირდა. გოდერძი ამბობდა: ჩოხელები ჯიუტები ვართ და მეც დღემდე ჯიუტად ვწერო. და წერდა. ოღონდ ეგ არის _ ეს საოცარი და იდუმალებით მოცული ნაწერები ფირზე ვეღარ გადაჰქონდა... ქართულმა კინემატოგრაფმა მისი სახით ღრმა ფსიქოლოგიური განცდის თვითმყოფადი რეჟისორი დაკარგა.
გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს 53 წლისა გარდაიცვალა. იგი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий