ძმებო, ძმებო, სადა მყევხართ,
მეგობრებო, სად წახვედით?
შეკავებულ ქვითინში თრთის
ცრემლი თქვენზე დასაღვრელი!
გიორგი ლეონიძე
1914 წელს დაწყებულ ომში 34 ქვეყანა იყო ჩაბმული. საქართველოშიც რუხი, უღიმღამო სინამდვილე მეფობდა. ხალხიც ძირითადად სიკვდილსა და შიმშილზე ლაპარაკობდა. 1915 წლის იანვარში აკაკი გარდაიცვალა, ივლისში ვაჟა-ფშაველა და ქართული პოეზიაც თითქოს დაობლდა.
გაზეთებში გამოქვეყნებული ცნობა, რომ 1916 წლის 28 თებერვალს ქუთაისში გამოვა ალმანახი „ცისფერი ყანწები“ ბევრისათვის არაფერს ნიშნავდა და ალბათ ვერც დეკლარაციის წაკითხვის შემდეგ გაიგეს რამე, თუმცა მთვლემარე საზოგადოება მაინც გამოფხიზლდა. ალმანახში გამოქვეყნდა პაოლო იაშვილის „პირველთქმა“ და ტიციან ტაბიძის „ცისფერი ყანწებით“ - ახალი სიმბოლისტური ჯგუფის ერთგვარი მანიფესტი. ამ დეკლარაციაში ეწერა: „საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილებით და ოცნებადაკრგულ ხალხს ვასწავლით გაწმენდილ გზას მომავლის ცისფერ ტაძრისაკენ... ვცოცხლობთ სიმთვრალეში და გვწამს ყოველგვარი ორგია... ვადიდებთ დამსხვრევის მშვენიერებას... უარვყობთ წარსულს... ჩვენ გვსურს შევქმნათ გაუგებარი და საოცარი სიტყვები. ჩვენ გვსურს საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო მეოცნებე ქალაქად.“
იმ დროს „ცისფერი ორდენის“ წევრებიდან ტიციან ტაბიძე და კოლაუ ნადირაძე 20 წლისანი იყვნენ, პაოლო იაშვილი - 21-ის, ვალერიან გაფრინდაშვილი 26-ის, იდეურ ხელმძღვანელი და მენტორი, საჯარო ლექციებით უკვე ცნობილი, „მოდერნიზმის ქადაგი“ გრიგოლ რობაქიძე, ბევრად უფროსი, 33 წლის, მათ მხარს უჭერდა 45 წლის კიტა აბაშიძე. ორდენის წევრებმა სახელებიც გაიევროპულეს - ტიტე ტიციანად იქცა, პავლე - პაოლოდ, კოლა - კოლაუდ, ნიკოლოზი - ნიკოლოდ. თავდაპირველად გალაკტიონიც მათ გვერდით იდგა, თუმცა მალევე ჩამოშორდათ. ამ ჯგუფს ეკუთვნოდნენ სანდრო ცირეკიძე, ალი არსენიშვილი, ლელი ჯაფარიძე და ივანე ყიფიანი.

ეძებდნენ რაღაც განსხვავებულს, უცხოს, გამორჩეულს. ნაცრისფერ ყოფას ცისფერი დაუპირისპირეს და მთვრალი ქაოსით ტკბობის ფილოსოფია მოიტანეს. მათი ქცევა შავი ჭირის დროს შეშლილთა ნადიმს ჰგავდა. საზოგადოების რეაქციამაც არ დააყოვნა, ჯერ გაოცებით, შემდეგ კი რისხვით შეხვდნენ ახალ ჯგუფს, მკრეხელობასა და პორნოგრაფიაში დასდეს ბრალი.
ცისფერყანწელებმა ყოველკვირეული გაზეთის გამოცემა ვეღარ მოახერხეს, ამიტომ ბოჰემური არტისტიზმი გახდა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების სტილი, თეატრებსა და კაფეებში საჯარო გამოსვლებით მიიზიდეს ხალხი, მომხრეები გაიჩინეს.
ქუთაისიდან თბილისში ცისფერყანწელთა „დიდი გადმოსახლება“ 1918 წელს დაიწყო. წარმატებით ჩატარდა მათი პირველი საღამო თბილისში, კონსერვატორიის დარბაზში. შემდეგ კი თბილისის ჩაიხანებს, „ფანტასტიკურ დუქანს“, კაფე „ქიმერიონს“, „თეთრ დუქანს“, შეითან ბაზარსა თუ გოლოვინის პროსპექტს არლეკინისა და პიეროს ტანსაცმლით მოევლინნენ. ორდენს შეემატნენ გოგლა ლეონიძე და ნიკოლო მიწიშვილი, მათთან მეგობრობდა მხატვარი ლადო გუდიაშვილი, ცისფერყანწელთა პუბლიკაციებს აფორმებდა და „ქიმერიონიც“ მოხატა.
ახალი ქართული პოეზიის დამამკვიდრებელნი მალე მიხვდნენ, ტრადიციას ვერ მოსწყდებოდნენ, ამიტომ „ბოდლერის ბოროტი ყვავილები ბესიკის ბაღში გადარგეს“. ვერც სიმბოლიზმმა დაიტია მათი ოცნება, ვნებასავით მოედოთ სამშობლოს სიყვარული, ტარიელის გახელებითა და ავთანდილის სილაღით აივსნენ. ღირსეული ადგილი მიუჩინეს მივიწყებულ ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძეს, გურამიშვილს, ფიროსმანს.
თითქმის ათი წელი ქართულ პოეზიაში პირველობა ცისფერყანწელებს ეპყრათ, რამდენიმე ჟურნალსა და გაზეთს გამოსცემდნენ: პაოლო იაშვილი ხელმძღვანელობდა „ცისფერ ყანწებს“, ვალერიან გაფრინდაშვილი „მეოცნებე ნიამორებს“ (1919-24), ტიციანი გაზეთ „ბარრიკადს“ (1920-23), გოგლა ლეონიძე გაზეთ „ბახტრიონს“ (1922-23), ერთად რედაქტორობდნენ გაზეთ „რუბიკონს“ (1923). სანდრო ცირეკიძემ ქუთაისში დაარსა გამომცემლობა „კირჩხიბი“ და ჟურნალი „შვილდოსანი“.
1924 წლის შემდეგ ცისფერი ორდენი თითქმის ფიქტიურადღა არსებობდა. ამ სისხლიანმა წელმა ჩააქრო მათი სილაღე, ბევრი ახლობელი შემოეცალათ, დახვრიტეს პაოლოს ერთადერთი, 20 წლის ძმა. ჯგუფის თვითლიკვიდაცია ოფიციალურად 1931 წელს ალი არსენიშვილის მიერ დაწერილი დადგენილებით გაცხადდა, მაგრამ ცისფერყანწელთა სახელი სიცოცხლის ბოლომდე შერჩათ.
ტიციანსა და პაოლოს სიამის ტყუპებს ეძახდნენ. თუმცა ერთ დღეს არ დაბადებულან, სიკვდილი ერთ ავბედით წელიწადს ერგოთ, 1937 წელს.
- მე დავუმტკიცებ ყველას, რომ ვაჟკაცი ვარ! - თითქოს სხვათაშორის ეუბნებოდა 22 ივნისს მწერალთა კავშირში შეხვედრილ ნაცნობებს პაოლო იაშვილი. - ნამეტანი ხმაურობ, შვილოო! - აფრთხილებდა მამა და მართლაც, მეტად ხმაურიანად წავიდა. ჯოჯოხეთური ქუხილის ხმა ჰქონდა მის ორლულიან თოფ „ლეგო“, რომლითაც მწერალთა კავშირში თავი მოიკლა. მიზეზი არავის უკითხავს, მიზეზი ყველასთვის ცნობილი იყო - 37 წელი.
„ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ“ - ტიციან ტაბიძემ ათი წლის წინ იწინასწარმეტყველა, 37-ში კი დაჭერას უცდიდა. საბაბი ბევრი ჰქონდათ, ყველაზე მეტად პაოლოს საქციელის საჯაროდ დაგმობას სთხოვდნენ. მძიმე დეპრესიიდან უცებ გამოვიდა, შინ ხალისიანი დაბრუნდა, ქალიშვილს მოეფერა და უთხრა: ძალიან იამაყებ, რომ მამაშენმა თავი არ შეირცხვინაო. 30 ოქტომბერს დააპატიმრეს და უკვალოდ გაქრა.
13 ივლისს დახვრიტეს ნიკოლო მიწიშვილი, თუმცა ცდილობდა, შუამავლის როლი ეთამაშა ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ ინტელიგენციას შორის. მასაც აუხდა თხუთმეტი წლის წინათ ნაწინასწარმეტყველები: მე კიდევ გავძლებ თხუთმეტ წელს.
გადარჩა ცისფერყანწელთა ნაბოლა წევრი, გოგლა ლეონიძე, ის ეხმიანებოდა ძმებს უხმო ქვითინით, უბის წიგნაკში ჩაწერილი სტრიონებით იხმობდა:
„ჰეი, ტიციან! სად ხარ მდუმარი,
ჰეი, პაოლო, რად ხარ ულხინოთ?!“
Комментариев нет:
Отправить комментарий