VI საუკუნეში სირიიდან („შუამდინარეთიდან“) საქართველოში ჩამოსულ საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო იოანე ზედაზნელი. წყაროებში იხსენიებიან „ათორმეტი“ ან „ათსამმეტი ასურელი მამანი“. სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული, ქრისტესა და მის მოწაფეთა ანალოგიით.
ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. მათ სახელს უკავშირდება ჩვენში დიდი სამონასტრო კოლონიზაცია, ინტენსიური მისიონერული საქმიანობა, მძლავრი კულტურული კერების შექმნა და ორიგინალური ჰიმნოგრაფიული მწერლობის აღმოცენება. ამავე პერიოდსა და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც ჩავიდნენ სირიელი მოღვაწენი.
VI საუკუნის I ნახევარში საქართველოში პირველად ანტიოქიიდან მოსულა დავით გარეჯელი, VI საუკუნის შუა ხანებში კი იოანე ზედაზნელი მოწაფეთა თანხლებით, და ბოლოს, 70-იან წლებში აბიბოს ნეკრესელი. მათ გარდა ისტორიამ შემოინახა იმ ასურელ მამთა სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ესენი არიან: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, თეოდოსიოს, პიმენ, ნათან.
აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდილოეთი მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს. მათი საქმიანობა ხელს უწყობდა ქართული ქრისტიანული კულტურის გავრცელება-განმტკიცებას, ნიადაგს უმზადებდა განმათავისუბლებელ ბრძოლას ირანის წინააღმდეგ, განამტკიცებდა ბერძნულ-ბიზანტიულ ორიენტაციას პოლიტიკურ სფეროში.
დიდი იყო ასურელ მამათა მოღვაწეობის სოციალურ-ეკონომიური შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს, ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების კერებად იქცნენ.
ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან, ტრადიციული კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო.
ქართველ მეცნიერთა მიერ გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება ასურელ მამათა ვინაობისა და საქართველოში ჩამოსვლის მიზეზის შესახებ. კორნელი კეკელიძემ მათი გამომგზავრება დაუკავშირა სირიაში მონოფიზიტთა დევნა-შევიწროებას. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით კი ასურელი მამები დიფიზიტები იყვნენ და სწორედ მათი გავლენით გადავიდა VII საუკუნეში ქართული ეკლესია დიოფიზიტობზე. შალვა ნუცუბიძე ამ საკითხს სრულიად განსახვევულად განიხილავდა. ის ასურელ მამებს უკავშირებდა სირიაში პეტრე იბერიელის მიერ დაფუძნებულ ქართულ კოლონიას, იქ შექმნილ ქართულ ფილოსოფიურ, „მეოთხე ნეოპლატონურ სკოლას“. კორნელი კეკელიძისა და შალვა ნუცუბიძის აზრით ისინი ეროვნებით ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, ივანე ჯავახიშვილი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.
ასურელ მამათა შესახებ არაერთი აგოგრაფიული თხზულება შეიქმნა: „იოანე ზედაზნელის ცხოვრება“, „შიო მღვიმელის ცხოვრება“, „დავით გარეჯელის ცხოვრება“, „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრება და წამება“. ასევე, „საქართველოს სამოთხეში“ მოთავსებულია „ისე წილკნელის ცხოვრება“, „იოსებ ალავერდელის ცხოვრება“ და „ანტონ მარტყოფელის ცხოვრება“. შემორჩენელია ამ თხზულებათა სხვადასხვა დროს შესრულებული რამდენიმე რედაქცია, ქართული მწერლობის ისტორიისათვის განსაკუთრებით საინტერესოა შიო მღვიმელის მოღვაწეობა, რადგან მის სახელს უკავშირდება ორიგინალური ჰიმნოგრაფიის დასაწყისი.
წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში გონებითა და ზნეობით მრავალი ბერი გაიწვრთნა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები ქართველთა მფარველნი და უსჯულოებისაგან ქრისტიანობის დამცველნი გახდნენ. ასურელი მამები წმინდანებად არიან შერაცხულნი.

Комментариев нет:
Отправить комментарий