“წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი” პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ისიც შემთხვევით არის გადარჩენილი და X საუკუნის ხელნაწერით შემორჩენილი. ავტორი ამ ნაწარმოებისა, მხოლოდ აღმწერი არ არის, დედოფლის მოძღვარია, დიდ როლს ასრულებს პიტიახშის ოჯახურ დრამაში, ამბავსაც პირველ პირში მოგვითხრობს და არც საკუთარი განცდების გადმოცემას ერიდება. ავტორის სახელსაც ტექსტიდან ვიგებთ. დამწყვდეული შუშანიკის სანახავად მისულ მოძღვარს ვიღაც ყრმა სახელით მოიკითხავს: იაკობ მანდა არს? რადგან მოქმედება დაბა ცურტავში ხდება, მას იაკობ ცურტაველს ან იაკობ ხუცესს უწოდებენ.
“შუშანიკის წამებას” ტრადიციულად ჰაგიოგრაფიულ ჟანრს მიაკუთვნებენ, მაგრამ ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან გაცილებით მნიშვნელოვანი ძეგლი შექმნა. კორნელი კეკელიძის აზრით ეს ნაწარმოები არ ეტევა საეკლესიო მიზნით დაწერილი თხზულების ჩარჩოებში და ისტორიულ-ბელეტრისტული პროზაა. ისტორიკოსი ვახტანგ ჭელიძე სიმცირის მიუხედავად, მას რომანს უწოდებს, პავლე ინგოროყვა კი ბიოგრაფიულ-ისტორიულ მხატვრულ ლიტერატურად მოიხსენიებს. ისტორიკოსმა ნიკოლოზ ჯანაშიამ სხვა ქვეტექსტი ამოიკითხა: იაკობი ქვეყნის მოღალატე ვარსქენის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეა და ვახტანგ გორგასლის დავალებას ასრულებს. ამ ვარაუდს მრავალი ნიუანსი ადასტურებს. გაიგებს თუ არა ვარსქენის დაბრუნებისა და შუშანიკის ეკლესიაში გადასვლის ამბავს, იაკობი მიატოვებს აფოც ეპისკოპოსს და სირბილით წამოვა. შუშანიკთან მისი საუბრის პირველივე ფრაზები გვაფიქრებინებს, რომ წინასწარ დაგეგმილ მოქმედებას განიხილავენ: “ღვაწლსა დიდსა შესვლად ხარ, დედოფალო” - გაახსენებს მოძღვარი. როდესაც შუშანიკის სიმტკიცეში დარწმუნდება, თითქოს მისი მოწამეობრივი გზა წინასწარ წარმოიდგინა, შენს ღვაწლს აღვწერო - დაჰპირდება.
თუმცა ვარსქენისგან აკრძალული აქვს, ხუცესი ახერხებს და ხშირად ნახულობს დედოფალს, ამხნევებს, უვლის, აჭმევს. პიტიახშმაც იცის ეს. როცა იაკობის მოძებნა უნდა, შუშანიკთან აგზავნის კაცს. ხუცესს ავალებს სამკაულების გამორთმევას. იაკობი ბოლომდე შეასრულებს სულიერი მამისა და თანამოაზრის მოვალეობას, დედოფლის მარტვილობას აღწერს და ვარსქენის ურჯულოებისა და ბოროტების ამბავს მთელ ქვეყანას გააგებინებს, ამით ხელს გაუხსნის ვახტანგ გორგასალს მოღალატე ერისთავი დასაჯოს.
ისტორიულ წყაროში, კერძოდ 506 წლის დვინის კრების ჩანაწერებში, მოხსენიებულია ცურტავის ეპისკოსი იაკობი. “შუშანიკის წამების” ავტორი და იაკობ ეპისკოპოსი ერთი და იგივე ადამიანი უნდა იყოს.
იაკობ ხუცესის შესახებ სხვა არაფერი ვიცით, მაგრამ თხზულებიდან ჩანს, რომ იგი დიდად განათლებული, დაკვირვებული, ღრმად რელიგიური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებაა. პირველი კონფლიქტიდან დაწყებული შუშანიკის აღსასრულამდე ქრონოლოგიურად მიჰყვება ამბავს, ემოციურად, სახიერად ხატავს გმირთა ხასიათს. წამებულისადმი დიდი სიმპათიის მიუხედავად მისი ადამიანური სისუსტის ასახვასაც არ ერიდება.
“შუშანიკის წამების” დაწერის თარიღიც მწერლის მინიშნებიდან დგინდება. თხრობა მთავრდება შუშანიკის გარდაცვალებითა და დაკრძალვით, ვარსქენი კი ჯერ ცოცხალია - ღმერთი მიაგებს სამაგიეროსო – ამბობს სიკვდილის წინ შუშანიკი. ე.ი. თხზულება დაწერილია შუშანიკის გარდაცვალებიდან ვარსქენის სიკვდილამდე. ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასალმა მოღალატე ვარსქენი 482 წელს მოაკვლევინა და სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებაც დაიწყო. ე.ი. “შუშანიკის წამება” დაწერილია 475 - 482 წლებს შორის.
ეს პირველი ლიტერატურული ძეგლი იძლევა უტყუარ საბუთს, რომ ის პირველი არ არის. თვითონ იაკობ ცურტაველს ჰქონდა სხვა ნაწარმოები, ანდა შემორჩენილს აკლია დასაწყისი, რადგან იაკობის ფრაზა: “და აწ დამკიცებულად გითხრათ” ნიშნავს - ახლა კი უკვე დაწვრილებით, ჭეშმარიტად გიამბობთ შუშანიკის წამების ამბავსო. და კიდევ, როდესაც ავტორი შუშანიკის რწმენაზე მოგვითხრობს, აღნიშნავს: “როგორც ვთქვი, ბავშვობიდან ღმერთის მოყვარული იყოო”.
“შუშანიკის წამება” ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე. პირველად გამოსცა მიხეილ საბინინმა 1882 წელს. ნათარგმნია რამდენიმე ენაზე.
იუნესკოს გადაწყვეტილებით 1979-1983 წლებში მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი.

Комментариев нет:
Отправить комментарий